ბიზნესიდღის სიახლეები

“თეგეტა ჰოლდინგი” GROUPAUTO CAUCASUS-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

0
გაზიარება

„თეგეტა ჰოლდინგი“, Groupauto Caucasus-თან ერთად,  უმსხვილეს სადისტრიბუციო ქსელ Groupauto International-თან ათწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად საზაფხულო კონფერენციას მართავს. ბიზნესკონფერენციას საქართველოში ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების 20-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან ეწვია. მათ შორის სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში Groupauto International-ის დირექტორი ჰოლგერ ჰელმიხი ჩამოვიდა.

Groupauto Caucasus-ის 2022 წლის კონფერენციის მონაწილეები ავტოინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს განიხილავენ და პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბიზნესშესაძლებლობებზე მსჯელობენ.

Groupauto International ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელია მსოფლიოში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი 50-მდე ბრენდის მიერ წარმოებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების იმპორტს უზრუნველყოფს ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 70 ქვეყანაში. Groupauto International აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ დისტრიბუტორს, 7 500-მდე სერვისცენტრს და ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Shell, Bosch, Mobil, ZF, Continental, Philips, Osram, Exide, Clarios და სხვა. Groupauto International-ის მთავარი მიზანია ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების გაერთიანება და მათი ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!