დღის სიახლეებისიახლეები

ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 12.5%-ით შემცირდა და 15.6 მლნ ლარი შეადგინა

0
გაზიარება

2023 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით შემცირდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაცას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

„2023 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 14.1 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით ნაკლებია. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, სპონსორობის წილი 1.2%-ით, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი 5.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.6%-ითაა გაზრდილი და 1.5 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 87.82%, ხოლო სპონსორობას – 12.16% უკავია.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან აზარტული თამაშების რეკლამა კანონით აღარ არის დაშვებული. რეგულაციის ამოქმედებამდე კი, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. კერძოდ, გასული წლის იმავე პერიოდში, აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 მილიონი ლარი შეადგინა,“- აღნიშნულია კომისიის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!