დღის სიახლეებისიახლეები

ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ₾87 მილიონამდე გაიზარდა

0
გაზიარება

კომუნიკაციების კომისია 2023 წლის სატელევიზიო ბაზრის წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს – დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სარეკლამო ბაზრის ზომა 87.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონით, ანუ 18.6%-ით მეტი იყო.

ტელევიზიების მიხედვით, სარეკლამო ბაზრის ლიდერი კვლავ “იმედია”, რომელიც ყოველწლიურად ყველაზე რეიტინგული არხის პოზიციას იკავებს. “იმედმა” რეკლამებიდან 33.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 8.6 მილიონით მეტი იყო.

4.5 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალიც და 13.7 მილიონს გაუტოლდა. სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე მესამე ადგილი “მთავარმა არხმა” დაიკავა.

საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მაჩვენებლები 2023 წელს:

1) იმედი – 33.7 მილიონი ლარი, ზრდა 8.6 მილიონი ლარი;
2) რუსთავი 2 (მედია ჰოლდინგ) – 13.7 მილიონი ლარი, ზრდა 4.5 მილიონი ლარი:
3) მთავარი არხი – 7.9 მილიონი ლარი, კლება 2.5 მილიონი ლარი;
4) პოსტვ – 7.4 მილიონი ლარი, ზრდა 2.5 მილიონი ლარი;
5) ფორმულა – 5.3 მილიონი ლარი, კლება 0.4 მილიონი ლარი;
6) ტელეკომპანია პირველი – 5.3 მილიონი ლარი, კლება 0.5 მილიონი ლარი;
7) GDS – 3.3 მილიონი ლარი, ზრდა 1.3 მილიონი ლარი;
8) BMG TV – 3.2 მილიონი ლარი, ზრდა 1.3 მილიონი ლარი;
9) საზოგადოებრივი მაუწყებელი – 2.4 მილიონი ლარი, კლება 0.7 მილიონი ლარი;
10) ჯორჯიან თაიმს მედია ჰოლდინგ (ტელევიზია) – 0.4 მილიონი ლარი, კლება 30 ათასი ლარი.

სხვა ყველა მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი – 4.7 მილიონი ლარი.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, 9%-ზე მეტი კი სპონსორობაზე მოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!