დღის სიახლეებისიახლეები

ტელეკომუნიკაციების შესახებ ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის წიგნი გამოიცა

0
გაზიარება

კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფესორი სერგო შავგულიძის თანაავტორობით, ტელეკომუნიკაციების შესახებ ახალი წიგნი – “კომუნიკაცია დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებით” გამოიცა.

აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიები, კვლევის პერსპექტივები დედამიწის დაბალი ორბიტის (LEO) თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემებში, ასევე, წარმოგვიდგენს უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით, LEO თანამგზავრების გლობალურ უსადენო საკომუნიკაციო პლატფორმაში ინტეგრირებასთან დაკავშირებულ ძირითად ტექნიკურ გამოწვევებსა და მიგნებებს.

კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრების ავტორობით, ტელეკომუნიკაციის სფეროს შესახებ უკვე 10-ზე მეტი წიგნი გამოიცა. წიგნები სატელეკომუნიკაციო დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სფეროს განვითარებას ემსახურება.

წიგნის სრულად ნახვას შეგიძლიათ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ხელოვნური ინტელექტი სმარტფონებში

ხელოვნური ინტელექტის სმარტფონები -  სმარტფონებისა და მობილური ტელეფონების მწარმოებლები უკვე აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ტელეფონებში დანერგვაზე. OpenAI-ის ChatGPT, რომელიც 2022 წლის ბოლოს გამოვიდა,…

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა საქართველოს მოსახლეობის 94.7 %-ს მოიცავს

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით მოცულია საქართველოს მოსახლეობის 94. 7 % . 1.3 მლრდ ლარით დაფინანსდა მილიონამდე ადამიანი და 2 823 000 სამედიცინო შემთხვევა.…

გონიოში მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრის მოწყობა იგეგმება

აჭარაში, გონიოში მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრის მოწყობა იგეგმება - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობებიდან ირკვევა, რომ დაინტერესებულმა…

საბერძნეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 1341%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი საბერძნეთთან 2024 წლის იანვარში 1341%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საბერძნეთში 5.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!