ტელევიზიაRSS კატეგორიამარკეტინგი და გაყიდვებიმედია საშუალებებიმომსახურების სფეროფინანსები

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის პირველ კვარტალში 11.3%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

2022 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 10.6%-ით გაიზარდა და 17.8 მილიონი ლარი შეადგინა. ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 16.3 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.3%-თაა გაზრდილი. ტელემაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლების 75.6% რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 14.3%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ითაა გაზრდილი.

2022 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი კვლავ „ტელეიმედს“ ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 5.4 მილიონი ლარი შეადგინა. რეკლამისა და სპონსორობის ხარჯზე 0.6 მილიონი ლარით გაიზარდა „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი და პირველ კვარტალში 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. „მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი 2) სარეკლამო შემოსავალი 0.1 მილიონი ლარით შემცირდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე რეკლამისა და სპონსორობის ხარჯზე 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა „ტელეკომპანია პირველის“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი, რომელიც პირველი კვარტლის ბოლოს 1.6 მილიონი ლარი იყო. რეკლამისა და სპონსორობის ხარჯზე წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია „ფორმულას“ სარეკლამო შემოსავლების ოდენობა და 1.4 მილიონ ლარს შეადგენს. 0.1-0.1 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს „სილქნეტმა“ და „პოსტვ“-მ, „სილქნეტის“ სარეკლამო შემოსავალი 0.9 მილიონ ლარს, ხოლო „პოსტვ“-ს – 0.8 მილიონ ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის პირველი კვარტლის მსგავსად 0.2 მილიონი ლარია. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 0.9 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

фრაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის პირველ კვარტალში 2.8%-ით გაიზარდა და 1.5 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 89.2% რეკლამას, ხოლო 10.8% სპონსორობას უკავია. რადიომაუწყებლებიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მეტი 810.2 ათასი ლარი „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ჰქონდა. „რადიო იმედმა“ 130.8 ათასი ლარი მიიღო. „ქართულმა რადიომ“ – 80.2 ათასი ლარის, „რადიო პალიტრამ“ – 73.9 ათასი ლარის, „მდ ჯგუფმა“ – 65.2 ათასი ლარის, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმამ“ 54.3 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. „ჩვენ რადიოს“ სარეკლამო შემოსავალმა 44.2 ათასი ლარი, „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ – 39.4 ათასი ლარი, კომპანია „მედიასტრიმის“ – 32.0 ათასი ლარი, ხოლო სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ – 28.1 ათასი ლარი შეადგინა. სხვა რადიომაუწყებლებმა ჯამში 142.8 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავლები მიიღეს.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

კონტროლიორების დაწერილმა ჯარიმებმა 5 თვეში 1.7 მლნ ლარს გადააჭარბა

წელს, 6 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 1 735 471 ლარი შეადგინა, რაც 394,8 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი განათლებისა და დასაქმების მიღმაა დარჩენილი – აისეტი

აისეტის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი განათლებისა და დასაქმების მიღმაა დარჩენილი. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ ისაუბრა. „საბჭოთა კავშირის…

ხელოვნურ თმა ბანანისგან -150 გრამი თმის ფასი 50 დოლარს შეადგენს

უგანდელი მეწარმე, ჯულიეტ ტუმუსიი სააგენტოსთან USAID-თან მუშაობისას, ადგილობრივ ფერმაში ვიზიტის დროს მიხვდა, რომ ბანანის კულტივაციისას ბანანის ღეროების უზარმაზარი რაოდენობა უბრალოდ იყრება და დაიწყო ფიქრი, თუ როგორ…

სიმაღლეზე მუშაობის წესები მკაცრდება – სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან

„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვილილებები შევიდა. დოკუმენტის თანახმად, სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან, სადაც არსებობს…

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია

საკონსულტაციო ფირმა Henley&Partners-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი იყოფენ. მათი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!