ბიზნესიდღის სიახლეებისასტუმროები

„ტერასა ჯგუფი“ ახალ პროექტს – „ტერასა რეზორთ ბაკურიანს“ ახორციელებს

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახალ პროექტს – „ტერასა რეზორთ ბაკურიანს“ ახორციელებს. პროექტი ბაკურიანის ცენტრში, ტყის პირას, 10,000 კვ.მ -ზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს. მისი ჯამური ღირებულება 9 მლნ. აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 6,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

პროექტი როგორც საცხოვრებელ, ასევე სასტუმრო კომპლექსს, საცურაო აუზს, რესტორანს, ბარს და სკი დეპოს გააერთიანებს. ტერიტორიის ნახევარზე კი სრულად რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტის დასრულება 2023 წელს იგეგმება.

„ტერასა ჯგუფის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხისა და კომფორტის ერთობლიობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და განახორციელოს გონივრული ინვესტიცია. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, ისეთი პროექტები განვახორციელოთ, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს გარემოს განვითარებასა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. „ტერასა ბაკურიანი“ ამირანის პარკთან განთავსდება და დამსვენებელს მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობით უზრუნველყოფს“, – აცხადებს ტერასა ჯგუფის კომერციული დირექტორი, თამარ გაფრინდაშვილი.

„ტერასა ჯგუფი“ 2017 წელს დაფუძნდა. 5 წლის განმავლობაში კომპანიამ 16 პროექტზე იმუშავა, საიდანაც 12 უკვე დასრულებულია და ყველა მათგანი 3000-მდე მობინადრეს აერთიანებს. „ტერასა ჯგუფის“ პორტფოლიო საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს თაუერის, საკურორტო და საცხოვრებელი ტიპის კომპლექსებს. მიღებული გამოცდილებით კომპანია აუმჯობესებს ხარისხს, სერვისს და უძრავი ქონების ბაზარზე საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტებს ქმნის.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!