ბიზნესიდღის სიახლეები

თიბისიმ“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინოვაციური და ციფრული სერვისებისთვის 9 ჯილდო მიიღო

0
გაზიარება

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2022 წელს, თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 9 ნომინაციაში მიაღწია.

„ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ დაგვასახელეს ისეთ კატეგორიებში, როგორებიც არის საუკეთესო UX დიზაინის (სამომხმარებლო გამოცდილების), საუკეთესო ციფრული გადახდების და განაცხადების, საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისების მქონე ბანკი. ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ და ვფიქრობ, ეს ჯილდო ჩვენი განსაკუთრებული გუნდის დამსახურებაა,” – ამბობს ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ტექნოლოგიების ლიდერი და გენერალური დირექტორის მოადგილე.

Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს.

ბოლო წლებში, ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მომხმარებლის ცხოვრებაში. თიბისისთვის გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც თიბისის გუნდი ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს.

„პანდემიამ ბანკების გაციფრულების პროცესი დააჩქარა, ჩვენ ვხედავთ, როგორ სწრაფ ევოლუციას გადის ციფრული სერვისები საფინანსო სფეროში. ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც საუკეთესო და გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დანერგეს, ჩვენ მიერ შეფასდა, როგორც Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკები 2022 წელს”, – ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

თიბისის მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე იყო შეფასებული, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი.

თიბისის აქტიური კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში, ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საამაყოა, რომ რეგიონის მასშტაბით საუკეთესო ბანკად სოციალურ მედია მარკეტინგსა და სერვისებში ასევე თიბისი დასახელდა.

თიბისის გუნდი ყოველდღიურად აგრძელებს ციფრული არხების დახვეწას მომხმარებლებთან ერთად იმისთვის, რომ შექმნას საუკეთესო გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები

ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წლამდე, კაცებისთვის კი 32.1 წლამდე გაიზარდა

საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი ყოველწლიურად ფაიზრდება - ამას ადასტურებს 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.  დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც…

ბანანის რეექსპორტი თითქმის 1300%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ 85% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის). სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 1 კგ ბანანი…

გურიაში პირველი ეროვნული პარკი იქმნება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების…

გასულ წელს საქართველოში 22 ათასი ქორწინება და 13 ათასი განქორწინება დარეგისტრირდა

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა -ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით…

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოდიან

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ - ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.29 მარტიდან, 10:00…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!