იაპონური ავტომწარმოებელი Toyota საკუთარი ჰიბრიდული ავტომობილების ხაზს ზრდის. მწარმოებელმა 2024 წლის Grand Highlander მოდელი წარადგინა, რომელიც ორი სხვადასხვა კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი.
სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Grand Highlander-ი უკვე არსებული Highlander მოდელებისაგან განსხვავებით უფრო დიდი გაბარიტების მქონე მოდელი იქნება. Toyota-ს ინფორმაციით, ახალი მოდელი სიგრძეშიც და სიგანეშიც უფრო დიდი და ტევადი იქნება.
მწარმოებელს მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. თუმცა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, მანქანის ფასი 36,000 დოლარიდან 51,000 დოლარამდე შუალედში განისაზღვრება.