დიზაინიდღის სიახლეებიტანსაცმლის დიზაინიქართული წარმოება

წელწინდა-პროტესტი ნათელ ფერებში

0
გაზიარება

ახალი ქართული სტარტაპი – „წელწინდა“ გაბრუნებს ბავშვობაში, გეხმარება თვითგამოხატვაში ან თავიდან აღმოგაჩენინებს საკუთარ თავს.

სილამაზისა და თავისუფალი არჩევანის გამოსახატად შეიქმნა ბრენდი „წელწინდა“, რომელმაც სულ ცოტა დროში მოახერხა საზოგადოების აღფრთოვანება. წელწინდა აერთიანებს ქალებს საერთო მიზნისკენ სწრაფვაში, გამოხატავს მათ სულიერ მდგომარეობას და ანიჭებს მათ მრავალფეროვნებას.

“დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქალები სრულიად დამოუკიდებლად აგვარებენ ყოველდღიურ საქმეებსა თუ პრობლემებს: ზრდიან შვილებს, მიდიან ომში საბრძოლველად, აკეთებენ ბიზნესს, სწავლობენ და ამის პარალელურად თავსაც უვლიან. “

სწორედ წელწინდის დახმარებით ქალებს აქვთ გამოხატონ პირადი „მე“, იყვნენ ფერადები და საზოგადოებისთვის მისაბბაძი მაგალითები. სიფერადე, სითბო, სიყვარული, კომფორტი, თანადგომა და ინდივიდუალიზმი ერთ წელწინდაში შეგიძლია გააერთიანო და ყოველ დღეს იღებდე კომპლიმენტებს.

May be an image of 2 people, people standing and activewear

 წელწინდას დამფუძნებელი, სოფო თოფურიაა. “როგორი ვერაგი და უძლეველი მტერიც არ უნდა გყავდეს, თუ შენ წლების განმავლობაში ვარჯიშობ, ვითარდები, ზუსტად იცი რა გინდა და მიზნისკენ მიდიხარ დაუღალავად, აუცილებლად ჩავარდება გარდამტეხი მომენტი, როცა საბოლოოდ შენს სათქმელს იტყვის და საწადელს გაიტან.იზრდებოდი იმის იმედად, რომ ერთ დღესაც ამ აუტანელ ყოფას თავს დააღწევდი და თავისუფლად, დამოუკიდებლად იცხოვრებდა შენს ბუდეში.“- ასეთი ფანატიკოსი ავტორიტეტი ბელადის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა წელწინდების საშუალბით და მებრძოლ, დაჩაგრულ და თავისუფლებას მოწყურებულ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

მან გააერთიანა ქალური იდეები, სოლიდარობა და სიფერადე, შექმნა პროდუქტი, რომელიც ქალების გულს ერთი დანახვით იპყრობს. ორი მსხვილი საერთაშორისო კომპანია „პენტი“და „კალცედონია“ ქმნიან კოლგოტებს, თუმცა  შინაარსი და იდეა სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ღირსეულ კონკურენციას ხარისხში  უდაოდ უწევს წელწინდა.  Shark Tank Georgia • შარქ თენქ საქართველოს პროექტში მონაწიელობა სწორედ იმიტომ გადაწყვიტა დამფუძნებელმა, რომ საზოგადოებაში  ცნობადობა აემაღლებინა და დაფინანსების საშუალებით პროდუქტი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაეტანა. შარქების დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, ფინანსური თანადგომა ვერ მიიღო კომპანიამ, მაგრამ მიიღო უმსხვილესი შარქის მხარდაჭერა და ამერიკის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობის გარანტი.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული…

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე იხსნება

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს“,- ამის…

ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ბარაკ ობამას გადაუსწრო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი…

მსოფლიო ბრინჯის კრიზისის წინაშეა

The Economist-ის ინფორმაციით მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის,რადგან გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და…

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა. ბუიღლიშვილის თქმით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!