მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა ორეტაპიანი გახდა, მისი ჩაბარება რეალურ მოძრაობაში გახდა სავალდებულო.
მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ: რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში.
შს მინისტრის ბრძანებით უკვე განსაზღვრულია თითოეულ ქალაქში რა მარშრუტის გავლა მოუწევს მძღოლობის კანდიდატს გამოცდის ქუჩაში ჩაბარებისას. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში რამდენიმე მარშრუტია განსაზღვრული და მოქალაქეს წინასწარ არ ეცოდინება, თუ რა გზის გავლა მოუწევს.
რუსთავი – მარშრუტი 1
მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – თბილისის ქუჩა – იაკობ ცურტაველის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – ჟიული შარტავას გამზირი – თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.
რუსთავი – მარშრუტი 2
მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – ნიკო ლომოურის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – იაკობ ცურტაველის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – ჟიული შარტავას გამზირი – თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.
რუსთავი – მარშრუტი 3
ამ შემთხვევაში მარშრუტი იგივეა რაც 1-ლი განრიგის შემთხვევაში, თუმცა, მარშრუტის გასავლელად განსხვავებული მანევრირება უწევს მძღოლს, რაც ფოტოებით თვალსაჩინოა.
რუსთავი – მარშრუტი 4
მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – ნიკო ლომოურის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა – თბილისის ქუჩა – თბილისი – წითელი ხიდის გზატკეცილი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია
ან
მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – ნიკო ლომოურის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – იაკობ ცურტაველის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – ნიკო ლომოურის ქუჩა – წითელი ხიდის გზატკეცილი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.