დღის სიახლეებიRSS კატეგორიამთავარიმთავარი ამბებისხვა

ცნობილია ის სავარაუდო ქუჩები, სადაც მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ

0
გაზიარება

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა ორეტაპიანი გახდა, მისი ჩაბარება რეალურ მოძრაობაში გახდა სავალდებულო.

მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ: რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში.

შს მინისტრის ბრძანებით უკვე განსაზღვრულია თითოეულ ქალაქში რა მარშრუტის გავლა მოუწევს მძღოლობის კანდიდატს გამოცდის ქუჩაში ჩაბარებისას. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში რამდენიმე მარშრუტია განსაზღვრული და მოქალაქეს წინასწარ არ ეცოდინება, თუ რა გზის გავლა მოუწევს.

რუსთავი – მარშრუტი 1

მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – თბილისის ქუჩა – იაკობ ცურტაველის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – ჟიული შარტავას გამზირი – თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.

1-1650970545.png

რუსთავი – მარშრუტი 2

მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – ნიკო ლომოურის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – იაკობ ცურტაველის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – ჟიული შარტავას გამზირი – თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.

2-1650970581.png

რუსთავი – მარშრუტი 3

ამ შემთხვევაში მარშრუტი იგივეა რაც 1-ლი განრიგის შემთხვევაში, თუმცა, მარშრუტის გასავლელად განსხვავებული მანევრირება უწევს მძღოლს, რაც ფოტოებით თვალსაჩინოა.

3-1650970613.png

რუსთავი – მარშრუტი 4

მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – ნიკო ლომოურის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა – თბილისის ქუჩა – თბილისი – წითელი ხიდის გზატკეცილი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია

ან

მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – ნიკო ლომოურის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – იაკობ ცურტაველის ქუჩა – მეგობრობის გამზირი – ნიკო ლომოურის ქუჩა – წითელი ხიდის გზატკეცილი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.

4-1650970652.png

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!