დღის სიახლეებისიახლეები

თურქეთიდან ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

თურქული ლირის ღირებულება დოლართან მიმართებაში უკვე 14%-ით შემცირდა, ვალუტის ღირებულების კლების ტენდენცია გრძელდება. ზუსტად ორი წლის წინ ერთი დოლარი 8,67 თურქული ლირა ღირდა, დღეს კი უკვე 23,37 ლირაა. ორი წლის განმავლობაში თურქული ვალუტა 2,7-ჯერ გაიაფდა. EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ეს ფაქტორი უზარმაზარ გავლენას ახდენს ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობაზე მთელი რეგიონის: ცენტრალური აზიის, კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში.

ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება ყოველთვის ხელს უწყობს ექსპორტის სტიმულირებას და მკვეთრად ზღუდავს იმპორტის შესაძლებლობებს. 2023 წლის პირველ 4 თვეში ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი თურქეთიდან 10%-ით გაიზარდა და ეს იმ დროს, როდესაც კურსი სტაბილურ დონეზე იყო შენარჩუნებული. მისი გაუფასურების შემდეგ, თურქული წარმოების ახალი ხილისა და ბოსტნეულის, ასევე ჩირისა და თხილის ექსპორტის მოცულობის ზრდის ახალ რაუნდს უნდა ველოდოთ.

თურქეთი რეგიონში ახალი ხილისა და ბოსტნეულის უმსხვილესი ექსპორტიორია და მისი წლიური შემოსავალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიდან 6 მილიარდ დოლარს აღემატება წელიწადში. ევროპაში მხოლოდ ჰოლანდია ახორციელებს უფრო მეტ ექსპორტს, ვიდრე თურქეთი. ახლო აღმოსავლეთში თურქეთის უახლოეს კონკურენტად შეიძლება მივიჩნიოთ მაროკო, რომელიც პროდუქციის ექსპორტზე თითქმის ნახევარს ახორციელებს, ვიდრე თურქეთი. ასევე, თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის მოცულობა ორჯერ აღემატება ეგვიპტის ექსპორტს. ამიტომ, დიდია თურქეთის გავლენა ჩვენს რეგიონში ბოსტნეულით, ხილით და თხილით ვაჭრობაზე.

 

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!