ეკონომიკა

თუშეთში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

0
გაზიარება

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფშავში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 28-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. საუბარია ფშაველი-აბანო-ომალოს გზის პირველ ლოტზე, რომლის სიგრძეც 13.4 კილომეტრია.

“საპროექტო გზის სიგანე ცვალებადია 4,5-6 მ, მ, იქ სადაც გზის სიგანე შერჩეულია 4,5 მ, გათვალისწინებულია გზის გაფართოებები რელიეფის გათვალისწინებით.

არსებული გზა განლაგებულია რთულ რელიეფზე, დაზიანებული და ამორტიზერებულია. საპროექტო მონაკვეთი იწყება არსებული გზის დაახლოებით მე-7 კმ-დან. არსებული დასაპროექტებელი გზის დაახლოებით 6 კმ წარმოადგენს დაზიანებულ ასფალტო-ბეტონის საფარს, დანარჩენი მონაკვეთი გრუნტის გზას წარმოადგენს, რომლის გრძივი და განივი პროფილები დარღვეულია. არსებული საპროექტო გზის მონაკვეთებზე განლაგებულია დაზიანებული ყორე და ფლეთილი ქვის საყრდენი კედლები. გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოწყობილია ახალი ხელოვნური ნაგებობები: გრუნტის დამჭერი და გზის საყრდენი კედლები. არსებული გზის მონაკვეთი შედგება რამდენიმე სერპანტინისგან, უმეტეს შემთხვევაში მათი მოხვევის მრუდი ტოლია საშუალოდ 4მ-ის,” – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ამ პროექტის ღირებულების არანაკლებ 60%-ის ღირებულების საგზაო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება,მატულობს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 85,430 მლნ დოლარი შეადგინა, წინა…

თბილისში წელს სასტუმროების დატვირთულობა ნაკლებია

ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტორთა ნაკადების მიუხედავად, მიმდინარე თვეში, სხვა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით სასტუმრო სექტორის დატვირთულობა ნაკლებია და შემოსულების დიდი ნაწილი ტრანზიტული მიზნით არიან,  1-2 დღეში გადიან -…

ბაზისბანკი პირველ ადგილზეა ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით

ბაზისბანკის ბიზნეს პორტფელი 2022 წლის 8 თვის შედეგებით 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს. ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ბაზისბანკი ქართულ ბანკებს შორის პირველ ადგილს იკავებს იურიდიული…

ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

უწების ცნობით, დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!