დღის სიახლეებისიახლეები

უცხოურ ვალუტაში სესხები 2,2%-ით გაძვირდა

0
გაზიარება

2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ზოგადად სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა.  ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14,2% იყო, მაშინ როცა მიმდინარე წლის მარტში ეს მაჩვენებელი – 13,2%-ს შეადგენდა.

2023 წლის აპრილში გაძვირება უფრო მეტად უცხოურ ვალუტაში აღებულ კრედიტებს შეეხო.სებ-ის მონაცემებით, აპრილში საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე მარტთან შედარებით, 8,1%-დან 10,3%-მდე გაიზარდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა 9%-დან 11%-მდე მოიმატა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 5,9%-დან 7,3%-მდე.

ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთები აპრილში მარტთან შედარებით 16,6%-დან 16,7%-მდე გაიზარდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი 14,1%-დან 14%-მდე შემცირდა, ხოლო ფიზიკურ პირებზე 18,5%-დან 18,6%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ზოგადად სესხები გაძვირდა 12,7%-დან 14,2%-მდე. მათ შორის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 6,5%-დან 10,3-მდე გაიზარდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი იგივე ნიშნულზე – 16,7%-ზე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!