ეკონომიკადღის სიახლეებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გავიდა

0
გაზიარება

საქართველოს რკინიგზამ 2021 წლის ფინანსური ანგარიშების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში რკინიგის წმინდა მოგებამ 52,711 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2021 წელს გაიზარდა უშუალოდ რკინიგზის შემოსავლებიც, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის შემოსავლებმა 547,868 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავალი დაახლოებით 489 მლნ ლარი იყო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზა მუდმივ ზარალზე იყო, უფრო კონკრეტულად, 2020 წელს რკინიგზის ზარალმა 164.6 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს 5.581 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს 716,539 მლნ ლარი, 2017 წელს კი რკინიგზამ ჯამში 154 მლნ ლარი იზარალა.

ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. კომპანია შედგება სამი ბიზნესერთეულისგან: ინფრასტრუქტურა, სატვირთო და სამგზავრო.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!