ეკონომიკა

უკრაინა ხორბლის მოსავლის აღებას იწყებს

0
გაზიარება

უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულს ერთ-ერთი უმსხივესი მწარმოებელია. უკრაინა მსოფლიო ხორბლის 10%-ს, სიმინდის 16%-ს და მზესუმზირას ზეთის ნახევარს აწარმოებს. თუმცა ომმა პროდუქციის გატანა გაართულა. ომამდე ქვეყანას 6 მლნ ტონამდე მარცვლეული გაჰქონდა ექსპორტზე ყოველთვიურად, მისი უმეტესობა კი შავი ზღვის პორტებით. რუსულმა საზღვაო ბლოკადამ კი ვაჭრობა შეაფერხა. რკინიგზას, სამანქანო და სამდინარო გზას მხოლოდ 2 მლნ ტონის გატარება შეუძლია თვეში. მარაგები იზრდება, ეს კი პრობლემას ამძაფრებს. ზამთარში დათესილი ხორბალი უკვე  ასაღებია, მაგრამ უკრაინის მარცვლეულის შესანახი საწყობები თავდასხმების შედეგადაა დაზიანებული ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ქვეყანას უკვე 20 მლნ ტონამდე მარცვლეული აქვს ბლოკირებული – რას მოუხერხებენ ფერმერები ახალ მოსავალს?

უკრაინის ზოგიერთ რეგიონებში  ფერმერებმა უკვე დაიწყეს მოსავლის აღება.  მიუხედავად იმისა, რომ წელს წარმოება ერთი მესამედით შემცირდება, ქვეყნის მარცვლეულის ასოციაცია მაინც მოელის 26 მლნ ტონა სიმინდის, 19 მლნ ტონა ხორბლის, 7 მლნ ტონა ქერის და 13 მლნ ტონა ზეთოვანი კულტურების მოსავალს.

ზოგიერთი ფერმერი ამჯობინებს მარცვლეულის დაგროვებას იმ იმედით, რომ საბოლოოდ პორტები გაიხსნება, ვიდრე პოლონეთსა და რუმინეთში ტრანზიტის ხარჯები მოემატოს. ხელისუფლების გამოთვლებით, უკრაინაში წელს 10-15 მლნ ტონით ნაკლები მარაგი იქნება. მარცვლეულის ასოციაციაში კი ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი, 25 მლნ ტონა იქნება.

შენახვის გარეშე, მოსავალი შეიძლება დალპეს ან მოიპარონ. ამის თავიდან ასარიდებლად, ფერმერები იყენებენ სპეციალურ ჩანთებს – გრძელ პოლიურეთანის სახელოებს, რომელთაც 200 ტონა მარცვლეულის შენახვა შეუძლიათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ტარას ვისოცკის თანახმად, მთელი მოსავლის შესანახად 50,000 ამგვარი ჩანთა იქნება საჭირო. ხელისუფლებას დაკვეთილი აქვს მოძრავი შესანახი დანადგარებიც, რომლების განთავსება ნაკვეთშივე შეიძლება მარცვლეულის პარაზიტებისგან დასაცავად. მცირე მეწარმეები ადგილს საწყობებში ქირაობენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ისინი სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული არაა და არც სპეციალური საშრობი მანქანებია განთავსებული, რამაც შესაძლოა, მოსავალი გააფუჭოს. სიმინდის დატოვება, ზამთრის განმავლობაში, ნაკვეთშივეა შესაძლებელი, თუმცა ხარისხის კლების რისკი იმატებს.

დასავლური ქვეყნები, რომლებიც ახლა ებრძვიან საკვების ფასების მკვეთრ ზრდას, უკრაინას დახმარებას სთავაზობენ. 14 ივნისს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პირობა დადო, რომ ააშენებდა დროებით საწყობებს უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე. ეს შესაძლოა, გარკვეული შვება იყოს სიმინდის მოსავლის ასაღებად, რომელიც სექტემბრიდან იწყება, თუმცა, როგორც ვისოცკი ამბობს, ახლა მთავარი გამოწვევა საზღვრის ფიზიკურად გადაკვეთაა.

თუმცა ეს მექანიზმები ძვირია და არა საკმარისი. მაღალი ლოჯისტიკური დანახარჯების გამო, უკრაინელი ფერმერები ფიქრობენ, დათესონ უფრო მომგებიანი სახეობები. ექსპორტით მიღებული შემოსავლის შეწყვეტასა და სასუქის ფასების ზრდასთან ერთად, ომმა ფერმერებს განადგურებული ტექნიკა დაუტოვა და მათი ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქცია.

წყარო: The Economist

მსგავსი სიახლეები

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება,მატულობს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 85,430 მლნ დოლარი შეადგინა, წინა…

თბილისში წელს სასტუმროების დატვირთულობა ნაკლებია

ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტორთა ნაკადების მიუხედავად, მიმდინარე თვეში, სხვა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით სასტუმრო სექტორის დატვირთულობა ნაკლებია და შემოსულების დიდი ნაწილი ტრანზიტული მიზნით არიან,  1-2 დღეში გადიან -…

ბაზისბანკი პირველ ადგილზეა ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით

ბაზისბანკის ბიზნეს პორტფელი 2022 წლის 8 თვის შედეგებით 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს. ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ბაზისბანკი ქართულ ბანკებს შორის პირველ ადგილს იკავებს იურიდიული…

ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

უწების ცნობით, დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!