დღის სიახლეებისიახლეები

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

0
გაზიარება

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს დაკრედიტებისას გრძელვადიან ტრენდთან შედარებით უძრავი ქონების გაქირავების ფასის 30%-ით გაზრდის დინამიკა გაითვალისწინონ და სესხები შემოსავლის გრძელვადიანი სტაბილურობის გათვალისწინებით გასცენ.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, სების ამ გადაწყვეტილებას უფრო პრევენციული ხასიათი აქვს, რადგან ბანკები ისედაც არა კონკრეტული მომენტისთვის შემოსავალს, არამედ 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში არსებულ შემოსავალს ითვალისწინებენ სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, ამიტომ ამ მხრივ საბანკო სექტორს დაკრედიტების შემცირების მოლოდინი არ აქვს.

„უფრო გრძელვადიანი გახდა ხედვა იმ მიგრანტების, ვინც ჩამოსულია საქართველოში და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იჯარების გარკვეული ნაწილი შესაძლებელია უძრავი ქონების შეძენაში დაექსპორტირდა, ამიტომ არ ველოდებით მკვეთრ რხევას ამ მიმართულებით ანუ მკვეთრ ცვლილებებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს რისკები იყო გათვალისწინებული იმ საკრედიტო პორტფელში, სადაც ვითვალისწინებდით ამ შემოსავალს.
ეს რეკომენდაცია არ ეხება მხოლოდ საბანკო სექტორს, მთლიანად საფინანსო სექტორს ეხება, რომელიც უფრო პრევენციული ხასიათის მგონია, ვიდრე დღეს დაინახეს ამისი რისკი, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს საბანკო სექტორი“– განაცხადა ძნელაძე.

გამქირავებლებმა ქირაზე არსებული ე.წ მიგრაციული მაღალი ფასი გრძელვადიანი დაგეგმვისას არ უნდა გაითვალისწინონ, ამაზე უძრავი ქონების დარგის სპეციალისტები მათ დიდი ხანია აფრთხილებდნენ.  მიგრანტების ძირითადი კონცენტრაცია დედაქალაქში დაფიქსირდა, უძრავი ქონების ასოციაციის წევრის ნატა მოდებაძის თქმით მაშინ, როცა მაღალი მოთხოვნა იყო, ქირაზე ფასი როგორც ცენტრალურ ისე გარე უბნებში გაორმაგდა, თუმცა ახლა, როცა მიგრანტების ნაწილმა ქვეყანა დატოვა ან ვინც გრძელი ვადით დარჩა ქვეყანაში, უძრავი ქონება შეიძინა, შესაბამისად ქირაზე ფასის შემცირება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!