მეღვინეობაRSS კატეგორიასხვა

ვარშავაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

0
გაზიარება

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Peope PR” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეგუსტაციას, რომელსაც ცნობილი ღვინის ექსპერტი, სომელიე და ღვინის სკოლის დამფუძნებელი სიმონ მილონასი (Szymon Milonas) უძღვებოდა, პოლონელი სომელიეები, ღვინის დისტრიბუტორები და ცნობილი რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას და თანამედროვე ინდუსტრიას.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 34%-ს მიაღწია. ექსპორტი მზარდია მიმდინარე წელსაც: იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი, ზრდა 30%-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

კანის ბუსტერი – ღრმა დატენიანება, ნაოჭების გასწორება და კანის ხარისხის გაუმჯობესება

ბუსტერი - ეს არის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელიც სათავეს ბიორევიტალიზაციისგან იღებს, თუმცა ბევრად კონცენტრირებულია შესაბამისად აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება და უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ასევე კოლაგენისა…

Art Life Studio – საუკეთესო ადგილი თქვენი შვილების განვითარებისათვის!

Art Life Stuio - ში თქვენი შვილები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას პროფესიონალი გუნდის მეშვეობით შეისწავლიან მისამართი : ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 9 (ფოსტის შენობა მესამე სართული) საკონტაქტო…

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ შესაძლოა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს აღნიშნული ჩანაწარი,  თუმცა ამ ეტაპზე…

გემოვნებიანი, ორიგინალური და ხარისხიანი ტყავის აქსესუარები „TN Handmade“ – სგან

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია TN HANDMADE ქალის აქსესუარების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომელიც დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის ორიგინალური დიზაინითა და ხარისხიანი ტყავით მზადდება. „TN Handmade“…

„ჩაკ ბარი“ –  ახალი პლატფორმა ქართული ინოვაციური სასმელებისთვის

ალბათ არც თუ ისე ცოტა ადამიანს გსმენიათ, სულ რაღაც ერთი წლის წინ შექმნილ ბარზე, რომელიც უნიკალური სასმელებითა და საფირმო კოქტეილებით გამოირჩევა,რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალურია, სასმელები ჩაკ რულოს და სხვა ქართული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!