უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიასიახლეები

Victoria’s Secret, Amazon – კომპანიები, რომლებიც ამერიკაში მაღაზიებს ხურავენ

0
გაზიარება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არსებულმა სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის კოვიდით გამოწვეულმა პანდემიამ ბევრი ბიზნესი დააზარალა.

აშშ-ში მთელი რიგი საცალო ვაჭრობის პუნქტები იხურება. წარმოგიდგენთ მსხვილ კომპანიებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ ამერიკაში არსებული მაღაზიების ქსელი დაეხურათ.

Kroger: 13 მაღაზია

Kroger-მა 2021 წელს 10 მაღაზია დახურა. კომპანიას სირთულეები პანდემიის გამო შეექმნა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ 3 ფუნქციონალური მაღაზიაც დაიხურა.

Century 21-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც სადაზღვევო პროვაიდერმა უარი თქვა 175 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურებაზე, იმის გამო, რომ პანდემიის დროს ბიზნესის მუშაობა შეფერხდა. კომპანიამ საერთო ჯამში 13 მაღაზია დახურა.

ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს კომპანია მხოლოდ სამხრეთ კორეაში იფუნქციონირებს.

Nordstrom: 16 მაღაზია

ძვირად ღირებული დეპარტამენტების ქსელმა Nordstrom-მა განაცხადა, რომ 2020 წელს მისი შემოსავლის 54% ინტერნეტ გაყიდვებზე მოდიოდა. პანდემიის დროს დაზარალებულმა კომპანიამ 16 მაღაზია დახურა. გავრცელებული ინფორმაციით, Nordstrom მაღაზიების ნაწილს უახლოეს მომავალში გახსნის.

L’Occitane: 23 მაღაზია

ფრანგულმა სილამაზის საცალო ვაჭრობამ 2021 წლის იანვარში გამოაცხადა, რომ რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, 166 მაღაზიიდან 23-ს დახურავს.

მისი გაყიდვები 2020 წლის აპრილიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56.5%-ით შემცირდა.

Fry’s Electronics: 31 მაღაზია

2021 წლის თებერვალში Fry’s Electronics-მა მოულოდნელად დახურა თავისი 31-ვე მაღაზია ამერიკის ცხრა შტატში. ონლაინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებელთა ჩვევების შეცვლამ და მიმდინარე COVID-19 პანდემიამ გამოიწვია პრობლემები, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

Amazon: 66 მაღაზია

ამაზონმა გამოაცხადა, რომ აპრილიდან აშშ-ში 66 არასასურსათო და არაკომფორტულ მაღაზიას დახურავს. CNBC-ის ინფორმაციით, Amazon-ის გაყიდვების ზრდის ტემპი ამ კვარტალში ყველაზე ნელი იყო 2001 წლის შემდეგ.

Microsoft: 70 მაღაზია

მაიკროსოფტი პანდემიის დროს მოგების უზარმაზარი ზრდით გამოირჩეოდა, რადგან მის პროგრამულ უზრუნველყოფაზე სახლში მყოფი მილიონობით ადამიანი გახდა დამოკიდებული.

2020 წლის ივნისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისი ყველა მაღაზია, მათ შორის აშშ-ში მდებარე 70 ფილიალი მუდმივად დაიხურება. გაყიდვები გადავა ონლაინ რეჟიმში. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Microsoft-ის გამოცდილების ცენტრები, სადაც მომხმარებელს შეუძლია პროდუქტების ტესტირება.

პანდემიის და სხვა მიზეზების გამო არსებობენ კომპანიები, რომლებსაც აშშ-ში ასობით მაღაზია ჰქონდათ. მაგალითად Disney-ს ჩრდილოეთ ამერიკაში 119 მაღაზიის დახურვა მოუწია. თუმცა 2021 წელს 100-ზე მეტი ახალი პატარა Disney Store გაიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ბევრად ეფექტური აღმოჩნდა.

წყარო : BPN.ge

მსგავსი სიახლეები

SGBA ბიზნეს სამიტის სპონსორია – არენა ჯგუფი

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის…

საქართველოში დასაქმებულთა 2.1% აქვს 9 600 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი

2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა, - ინფორმაცია ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები…

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და 11,288 მლნ ლარი შეადგინა

2023 წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ, თითქმის, 335%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე),…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გამართული ბიზნეს სამიტი Awork უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!