დღის სიახლეებიპარტნირებირეგიონებიშიდა ქართლი

ვილა პარკ გორი – დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე სივრცე

0
გაზიარება

ვილა პარკ გორი არის სივრცე, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანებზე, მრავალფეროვანი და ინდივიდუალური შეთავაზებებითა და სერვისებით. რესტორანი ვილა პარკი გორის გამორჩეული რესტორანია, რომელიც სტუმრების ყურადღებას თანამედროვე დიზაინითა და დახვეწილი ინტერიერით იქცევს. აღსანიშნავია, რომ ინტერიერი დამფუძნებლების გემოვნებით არის შერჩეული.

ვილა პარკ გორი მრავალფუნქციური ტიპის რესტორანია, სადაც უგემრიელს სამზარეულოსთან ერთად ფუნქციონირებს ბიზნეს ფორუმებისთვის და პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი დარბაზები. ფუნქციონირებს VIP კუპეც, სადაც დამკვეთის ნებისმიერი სურვილი და მოთხოვნა გათვალისწინებულია. სასიამოვნო და განსატვირთი სივრცეების გარდა, რესტორანს აქვს გარე-აუზი და ვერანდა, რომლითაც მომხმარებლები მუდამ კმაყოფილები რჩებიან.

ვილა პარკ გორის გამორჩეული ინტერიერ-ექსტერიერის გარდა, არის განსხვავებული მენიუ. სამზარეულოს გუნდი დატვირთულია სპეციალისტებითა და მაღალი კლასის შეფ-მზარეულით, რომელიც პასუხისმგებელია კერძების ხარისხზე. გამორჩეულ საფირმო კერძებად ღორის სუკი კარამელიზირებული კომშით, გამომცხვარი საქონლის ნეკნი წითელ ღვინოში-გამომცხვარი პიურით სახელდება და არ უნდა დავივიწყოთ განთქმული და გემრიელი გორული კატლეტი. შესაძლებელია რესტორნის უგემრიელესი კერძების დაგემოვნება  საკურიერო სერვისის დახმარებით გორის მასშტაბით, ნებისმიერ ადგილზე.

 

„გვაქვს რამდენიმე სიახლე, რომელთაც ჩვენს გამომწერებსა და მეგობრებს გათამაშების სახით შევთავაზებთ – ამას სისტემატიური სახე მიეცემა. ასევე, იგეგმება სპეციალური ფასდაკლებები ერთგული სტუმრებისათვის. გარდა ამისა, დავიწყებთ უფრო დიდი დარბაზის სარემონტო სამუშაოებს და ის დაიტევს 500-დან 800 ადამიანამდე. ეს ყველაფერი მათთვის დაუვიწყარი იქნება.

იწყება გარე სივრცეზე ზრუნვაც: საშუალება იქნება მომხმარებელთათვის უამრავი საღამოების გარე სივრცეში შეთავაზება. ჩვენ გვჯერა, რომ ვილა პარკ გორში ერთელ სტუმრობის შემდეგ ეს ადგილი ყველასათვის საყვარელი სივრცე გახდება“. – განაცხადა Geobusinessnews-თან საუბრის დროს ვილა პარკის წარმომადგენელმა.

რესტორანი ასევე აქტიურობს სოციალურ ქსელში, ინსტაგრამისა და Facebook პლატფორმებზე და დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხობს.

ვილა პარკ გორი არის ლოკაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. რთულია პირველი ვიზიტის შემდეგ დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეთ…

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!