ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

ვისთან ვაჭრობს საქართველო – TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

0
გაზიარება

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 6 თვეში 35.4%-ით გაიზარდა და 8.5 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 2.5 მლრდ დოლარი, ხოლო იმპორტი 5.9 მლრდ დოლარი იყო.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 68.7% შეადგინა. აღსანიშნია, რომ პირველ ადგილს 1 მლრდ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვით თურქეთი იკავებს. ამასთან, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან საქონლის ვაჭრობის მაჩვენებელი უკრაინის გარდა, ყველა ქვეყანასთან გაზრდილია.

საქართველოს TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა:

1. თურქეთი – 1.3 მლრდ დოლარი, ზრდა – 36.8%;
2. რუსეთი – 962 მლნ დოლარი, ზრდა – 31.8%;
3. ჩინეთი – 922 მლნ დოლარი, ზრდა – 41.2%;
4. აზერბაიჯანი – 632 მლნ დოლარი, ზრდა – 28.1%;
5. აშშ – 526 მლნ დოლარი, ზრდა – 43.8%;
6. სომხეთი – 478 მლნ დოლარი, ზრდა – 43%;
7. ბულგარეთი – 339 მლნ დოლარი, ზრდა – 79.6%;
8. გერმანია – 298 მლნ დოლარი, ზრდა – 26.8%;
9. უკრაინა – 212 მლნ დოლარი, კლება – 35.6%;
10. რუმინეთი – 157 მლნ დოლარი, ზრდა – 53.7%.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები ჩინეთი (400 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (287 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (256.5 მლნ აშშ დოლარი) გახდნენ, ხოლო იმპორტის კუთხით პირველ სამეულს თურქეთი (1 მლრდ დოლარი), რუსეთი (705.7 მლნ დოლარი) და ჩინეთი (522.5 მლნ დოლარი) წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!