დღის სიახლეები

წალენჯიხაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “დასავლეთის ქარი” გაიმართება

0
გაზიარება

წალენჯიხა ელექტრონული მუსიკის ფესტივალს “დასავლეთის ქარი” უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორები Pluto’s Plan და Vodkast Records არიან.

ღონისძიება 26 და 27 აგვისტოს კურორტ “სქურში” გაიმართება. ღონისძიებაზე 28 შემსრულებელი წარსდგება, აქედან 2 დიჯეი სპეციალური მოწვევით გერმანიიდან.

„ვფიქრობთ, საინტერესო ღონისძიება იქნება, ველოდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 1 000-დან 1 500-მდე სტუმარს. საორგანიზაციო ნაწილში დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. ლოკაციად „სქური’’ კურორტის პოპულარიზაციის მიზნით ავარჩიეთ, ასევე იმისთვის, რათა წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს გართობის საშუალება ჰქონდეთ, რადგან მათთვის ასეთი ფესტივალები ადგილზე ხშირად არ ტარდება“, – აცხადებს ლევან ჭანტურია.

მისივე ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა TKT.GE- ზე უკვე დაწყებულია და მისი ფასი 50 ლარია, ხოლო შესვლისას ბილეთის ღირებულება 80 ლარი იქნება. ფესტივალზე მხოლოდ 18+ ასაკის მოქალაქეები დაიშვებიან.

რატომ არის ფესტივალი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტისთვის ? – ადგილობრივი მთავრობის პოზიცია

ადგილობრივი მთავრობა ელექტრონული ფესტივალის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ორგანიზატორებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

კერძოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის თამარ ბელქანიას განცხადებით, ღონისძიება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას და წალენჯიხის მიმართ ვიზიტორების დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, ფესტივალი ადგილობრივ ბიზნესს განვითარების და რთული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„რაც ყველაზე მთავარია საოჯახო ტიპის სასტუმროებს შესაძლებლობა ექნებათ ორი დღის განმავლობაში მიიღონ დამსვენებელი. ადგილობრივ ხელისუფლება ჩართულია პროცესში და ორგანიზატორებთან ერთად დაწყებულია სასტუმროების მოძიება. უნდა ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფესტივალს აქვთ ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია. ორგანიზატორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ანაკლიაში “ლისი აილენდს” ორგანიზებაში მონაწილეობდნენ. ფესტივალის დაგეგმვაში დღეს ქვეყანაში ელექტრონული მუსიკის მიმართულებით წამყვანი პირები არიან ჩართულნი“, – აცხადებს თამარ ბელქანია.

მისივე ცნობით, პროცესში ჩართულია 112-ის სამსახური და ღონისძიების დღეს უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებული იქნება.

„ჩვენი გუნდისთვის ახალგაზრდული მიმართულება ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ ამ ფესტივალს მხარს განსაკუთრებით ვუჭერთ. აგვისტოს ბოლოს წალენჯიხას საინტერესო დღეები ელოდება“, – თქვა თამარ ბელქანიამ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!