დღის სიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

Wizz Air-ი რეისებს დროებით თბილისის აეროპორტში შეასრულებს

0
გაზიარება

ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გამო, 14 დღის განმავლობაში Wizz Air-ის ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება. აღნიშნულის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ „საქმიანი დილის“ რუბრიკაში – „საუბრები ავიაციაზე“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აეროპორტის ოპერატორი კომპანია – TAV Georgia ნებისმიერი კომპანიის ფრენების მისაღებად მზად არის, რომელიც თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენის სურვილს გამოთქვამენ. Wizzair-ის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებით კი განაცხადა, რომ ოქტომბერში ფრენების დროებით გადმოტანის შესახებ კომპანიამ მოთხოვნა სახელმწიფოდან მიიღო.

“რაც შეეხება კონკრეტულად „ვიზეარის“ შემთხვევას, ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო იკეტება. იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება.

ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდებოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება“, – განაცხადა ზაქარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!