ეკონომიკა

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით ფრენებს ანახლებს

0
გაზიარება

1 აგვისტოდან  Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისი ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ – უნგრული ავიაკომპანია მეორე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს საქართველოში და პირველი აგვისტოდან შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ევროპული მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტენდენციას, რომ საქართველოში როგორც ტურიზმი, ასევე სამოქალაქო ავიაცია სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნგრულ ავიაკომპანიასთან, რომ ერთობლივად მოხდეს სწორი მიმართულებების ინდენტიფიცირება, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მეტი ევროპელი ტურისტი შეძლებს. ამასთან, Wizz Air  გეგმავს, გაზარდოს ფრენების სიხშირე სხვა მიმართულებებზე, რომელთაც დღეს რეისებს ქუთაისიდან ასრულებს,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ერთ თვეში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.13 მლრდ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაცით  კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.13 მლრდ ლარით (2.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის…

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.7%-ით გაზარდა

2022 წლის პროგნოზით, საბაზისო სცენარში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზრდება - ინფომაციას ამის შესახებ გალტ&თაგარტი კვირის ეკონომიკურ მიმოხილვაში ავრცელებს. პირვანდელი პროგნოზით, ეკონომიკა 3%-ით უნდა გაზრდილიყო, შემდეგ…

ბინების ფასი 5%-ით მოიმატებს – „არსი“

სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის განცხადებით 2022 წლის ბოლომდე ბინების ფასები კიდევ 5%-ით გაიზრდება.  ამ დროისთვის უძრავი ქონების ღირებულება 20-25%-ით უკვე გაძვირებულია ლოკაციების მიხედვით.…

საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვის განმავლობაში იტალიაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 34,761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, კი 22,805 მლნ აშშ…

27 სექტემბრის ვალუტის კურსი

27 სექტემბერს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ახალი გაცვლითი კურსით: 1 აშშ დოლარი 2.8344 ლარი ეღირება; 1 ევრო კი  2.7352 ლარი; 26 სექტემბერს 1 აშშ დოლარი 2.8286 ლარი ღირდა, ხოლო 1 ევრო - 2.7618

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!