დღის სიახლეებიეკონომიკა

ხაშურში ახალი კოლეჯი შენდება

0
გაზიარება

მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხაშურის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება „ქართლი“ გაიხსნება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან 200 სტუდენტის მიღებას გეგმავს.

პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.
კოლეჯის წარმომადგენელთა ინფორმაციითვე, სამსართულიან შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ამასთან, კოლეჯის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ „ქართლში“ სწავლა, ძირითადად, უფასო იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე უფასოდ სწავლის კრიტერიუმებს ვერ აკონკრეტებენ.

„ხაშურში, კერძოდ, სოფელ ზემო სერზე კოლეჯი „ქართლი“ 100%-ით სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული; სწავლა ძირითადად უფასო იქნება. სასწავლო დაწესებულება მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიხსნება. ამ ეტაპზე პროგრამების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, სექტემბერში გამოცხადდება დეტალური ინფორმაცია პროფესიული მიმართულებებისა და სწავლით დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია-მიღების პროცედურებზე. კოლეჯი “ქართლი” გახდება დასაქმების და სწავლის საუკეთესო სივრცე და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის, პირველ რიგში – ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაში,“ – აცხადებენ კოლეჯის ადმინისტრაციაში.

კოლეჯი აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს კერძო სექტორთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!