დღის სიახლეებისიახლეები

ყველა პედაგოგს ხელფასი, სულ მცირე 250 ლარით გაეზრდება

0
გაზიარება

საჯარო სკოლაში დასაქმებული 52 ათას მასწავლებლიდან 37 ათასს შრომის ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარი გაეზრდება, ხოლო ყველა მასწავლებელს, სულ მცირე 250 ლარით- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ

პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. სულ არის 52 ათასი მასწავლებელი საჯარო სკოლებში, აქედან 37 ათას მასწავლებელს, რაც არის მთლიანად მასწავლებელთა კონტინგენტის 70%, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას გაეზრდება 800 ლარით და მეტით, შრომის ანაზღაურება. დაახლოებით 25%-ს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 300 ლარით, ყველა პედაგოგს გაეზრდება სულ მცირე 250 ლარით. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება. შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია – იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად გავაგრძელებთ ამ თემებზე აქტიურად მუშაობას“,- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია- ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის…

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს…

განმეორებითი ცნობებისა და მოწმობების აღება ფასიანია

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები განმეორებით მიიღონ, აუცილებელია წარადგინონ, წერილობითი განცხადება და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწმობის თუ ცნობის განმეორებით…

ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა

ჩინეთი ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორია. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და 15.777 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის…

ელვის პრესლის ორიგინალი ფეხსაცმელი აუქციონზე 150 000 დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის ლურჯი ფეხსაცმელი Henry Aldridge and Son -ის აუქციონზე 120,000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 152,000 აშშ დოლარი) გაიყიდა. 1956 წელს, როდესაც ჩარტებში მოხვდა, მომღერლის სადებიუტო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!