სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთლების ფასი სულ უფრო იზრდება. ბოლო მონაცემებით, ზურიკო დავითაშვილის ფასი 3 მლნ ევრო გახდა (2,5 მლნ ევრო იყო). მანამდე, 6 მლნ ევროთი გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულება და 15 მლნ ევრო გახდა, ასევე, 5 მლნ ევრომდე გაიზარდა ოთარ კიტეიშვილის ფასი.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ.
Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
- ზურიკო დავითაშვილი -3 მლნ ევრო
- გიორგი ჩაკვეტაძე – 2,5 მლნ ევრო
- გიორგი გოჩოლეიშვილი – 2,5 მლნ ევრო
- გაბრიელ სიგუა -2,5 მლნ ევრო
- საბა ლობჟანიძე – 2 მლნ ევრო
- გიორგი ქვილითაია – 1,6 მლნ ევრო