4 წლის წინ ორი მეგობრის საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანების შედეგად „ყველის სახლი ბათუმში“ შეიქმნა. ეს არის ამბავი უბრალოდ კარგ ყველზე, რომელიც აერთიანებს ყველის წარმოების კულტურას და ისტორიას საქართველოში.
ქართული ყველის ისტორიის ძიებისა და შესწავლის შედეგად „ყველის სახლი ბათუმში“ დღეს უკვე მომხმარებელს 30-მდე ქართული ყველის სახეობას, ასევე ნატურალური, მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს, თაფლსა და სხვა ნატურალურ პროდუქტებს, საოჯახო, მცირე თუ დიდი საწარმოებიდან სთავაზობს.
„ყველის სახლი ბათუმში“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხათუნა შერვაშიძე GeobussinessNews.com- თან ყველის სახლის შექმნის იდეაზე, მის განხორციელებასა და იმ ექსკლუზიურ პროდუქტებზე საუბრობს, რომლის შეძენაც მხოლოდ „ყველის სახლი ბათუმში“ არის შესაძლებელი
„ ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვიარეთ კარდაკარ რათა, ნამდვილი ქართული ყველის ისტორია გვეპოვა და შემდეგ ბათუმში ჩვენს მაღაზიაში ჩამოგვეტანა. თავიდან სახეობის ყველი გვქონდა, დღეისათვის კი ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ 30-მდე ქართული ყველის სახეობას, ასევე ნატურალური მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს, თაფლს და სხვა ნატურალურ პროდუქტებს, საოჯახო, მცირე თუ დიდი საწარმოებიდან.
ჩვენ ასევე ვფლობთ ექსკლუზიურ პროდუქტებს, რომლის შეძენაც მომხმარებლებს მხოლოდ ჩვენთან შეუძლია, ამიტომაც არის ის მიმზიდველი და საინტერესო მათთვის.
ჩვენზე არჩევანის გაკეთება, არც თუ ისე რთულია, რადგან იმ ხარისხის პროდუქცია, რასაც ჩვენს მაღაზიაში შეხვდებით, იშვიათად თუ მოიძებნება ბაზარზე. ამიტომაც, ხშირად ხდება ისე, რომ ერთხელ მოსული მომხმარებელი აუცილებლად გვიბრუნდება და ხშირადაც გვსტუმრობს. განვითარება და სიახლეები კი ჩვენი მუდმივი თანამგზავრია, შესაბამისად მუდმივად ვანახლებთ პროდუქციას, ვცდილობთ აღმოვაჩინოთ ყველის ახალი სახეობები და სხვა ნატურალური ქართული პროდუქტები „ – ხათუნა შერვაშიძე
„ყველის სახლი ბათუმში“ გვთავაზობს საქართველოს კუთხეებში, კარდაკარ შეგროვებული ყველის მომზადების კულტურებით შექმნილ 30-მდე ყველის სახეობებს.
სამომავლოდ კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც ვიხილავთ ყველის ახალ-ახალი სახეობებითა და სხვა ნატურალური ქართული პროდუქტებით მდიდარ „ყველის სახლს“