ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკამოგზაურობა

ზაფხულის მოგზაურობა 9 ევროდ

0
გაზიარება

ულიმიტო ტრანსპორტის მთელი თვე, სულ რაღაც 9 ევროდ – ასეთია გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიზანი ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა/წახალისება და ასევე ენერგორესურსების მზარდი ფასებისა და საწვავის მოხმარების შემცირებაა. ანუ შეთავაზება გულისხმობს, სპეციალური საშვის შეძენის შემთხვევაში, გერმანიის შიგნით, ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ნებისმიერ დროს, ულიმიტოდ გადაადგილებას. საწვავის ფასების ზრდის, მანქანების გაქირავების ტარიფების და მსოფლიო მასშტაბით, ცხოვრების ხარჯების მკვეთრი მატების ფონზე კი, ეს ნაბიჯი უდიდესი შეღავათია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის – წერს CNN

გერმანიის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური 9 ევროს ღირებულების ტარიფი უკვე დაამტკიცა და ის ივნისში – სწორედ ზაფხულის მოგზაურობის დროს შევა ძალაში. ამიტომაც გერმანია, 2022 წლის ყველაზე ხელმისაწვდომ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა ევროპაში. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში, იქნება ეს მატარებელი, ავტობუსი თუ ტრამვაი. თავად გარიგება ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პერიოდში იმოქმედებს და გარდა იმისა, რომ მეტი ტურისტის დაინტერესებას გამოიწვევს, ასევე წაახალისებს ადამიანებს, რომ დატოვონ პირადი ავტომობილები და გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ.

მთავრობამ პროექტში 2,5 მილიარდი ევრო ჩაიდო და თითოეული საშვი ძალაში კალენდარული თვის განმავლობაში დარჩება – ასე რომ, თუ თქვენ ბარათს, მაგალითად შუა თვეში იყიდით, ის ძალაში მხოლოდ მიმდინარე თვის ბოლომდე დარჩება. გერმანიის რკინიგზამ კი, უკვე დაამატა საშვები ვებ-ვებ-გვერდზე და გაყიდვაშიც ჩაშვებულია.

ცნობისთვის, გერმანია, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე, იძულებულია შეამციროს ენერგომატერებლების მოხმარება და ეს გადაწყვეტილებაც ამ მიზანს ემსახურება. ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უკვე შეამცირა დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, რათა სრული ემბარგო “მართვადი” ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!