ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობადღის სიახლეები

ზაფხულის სეზონზე საქართველოდან ფრენები 70 მიმართულებით იგეგმება

0
გაზიარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი. ამასთან, სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად. ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ფრენები შესრულდება 34 ავიაკომპანიის მიერ, 30 ქვეყნის 70 მიმართულებით. არსებული მონაცემებით, რეისები კვირაში 385-395 სიხშირით განხორციელდება, თუმცა სეზონის პიკურ პერიოდში ფრენების რაოდენობა უფრო მზარდი იქნება.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის (2022 წლის მარტის ბოლო კვირა – ოქტომბრის ბოლო კვირა) სხვადასხვა პერიოდიდან, რეგულარული რეისების შესრულება შემდეგი მიმართულებებით იგეგმება:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ათენი (AEGEAN), ალმატი (Air Astana), ამსტერდამი (Georgian Airways), ანტალია (Pegasus), აქტაუ (SCAT Airlines), აქტობე (SCAT Airlines), ბაქო (Buta Airways), ბაჰრეინი (Gulf Air); ბერლინი (Georgian Airways), დამამი (Flynas), დიუსელდორფი (Eurowings), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), ერევანი (Armenia), ვარშავა (LOT Polish Airlines), ვენა (Georgian Airways), თეირანი (Zagros Airlines; Qeshm Airlines); თელ-ავივი (Georgian Airways, Israir; Arkia, El Al), იზმირი (Pegasus), მინსკი (Georgian Airways; Belavia), მიუნხენი (Lufthansa), ნურსულთანი (Air Astana), რიადი (Flynas), პარიზი (Airfrance, Georgian Airways), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus, Anadolujet), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), ქასიმი (Flynas); ქუვეითი (Jazeera Airways; Jazeera), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ჯედა (Flynas).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამგზავრო რეისების განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: აბუ დაბი (Wizz Air), ათენი (Wizz Air), ატირაუ (FlyArystan), აქტაუ (FlyArystan), ბარსელონა (Wizz Air), ბერლინი (Wizz Air), ბუდაპეშტი (Wizz Air), გდანსკი (Wizz Air), დორტმუნდი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air), ვენა (Wizz Air), ვროცლავი (Wizz Air), კატოვიცე (Wizz Air), კრაკოვი (Wizz Air), ლარნაკა (Wizz Air), მილანი (Wizz Air), მინსკი (Belavia), მემინგემი (Wizz Air), ნურსულთანი (FlyArystan), პარიზი (Wizz Air), პრაღა (Wizz Air), რიგა (Wizz Air), რომი (Wizz Air), სალონიკი (Wizz Air), ტალინი (Wizz Air), შიმკენტი (FlyArystan).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ალმათი (Air Astana), დამამი (Flynas), თელ ავივი (Israir, Arkia, El Al), მინსკი (Belavia), რიადი (Flynas), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus); ჯედა (Flynas).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ ავიაკომპანიები Geo Sky, Cargolux და Turkish Cargo თბილისი – ჩჟენჩჟოუ – თბილისის, თბილისი – ფრანკფურტი – თბილისის, ლუქსემბურგი – თბილისი – ბაქოს, სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის და სტამბოლო – თბილისი – იზმირის საჰაერო ხაზებზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის განმავლობაში, განრიგში მოცემული მიმართულებების და ფრენების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ავიაკომპანიების მხრიდან შემოსული ახალი განაცხადების შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული…

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე იხსნება

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს“,- ამის…

ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ბარაკ ობამას გადაუსწრო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი…

მსოფლიო ბრინჯის კრიზისის წინაშეა

The Economist-ის ინფორმაციით მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის,რადგან გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და…

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა. ბუიღლიშვილის თქმით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!