საინტერესო სიახლეებიაქსესუარებიდღის სიახლეებიეკონომიკავაჭრობის სფერომთავარი ამბები

„ზარაფხანა“ საზღვარგარეთ პირველი შოურუმის გახსნას დუბაიში აპირებს

0
გაზიარება

„ზარაფხანა“ საზღვარგარეთ პირველი შოურუმის გახსნას დუბაიში აპირებს. ამის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ნაყოფიამ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, თუ წელს კომპანიის პოსტპანდემიური რეაბილიტაცია წარმატებული იქნება და საინვესტიციო თანხას მოაგროვებენ, დუბაიში 1-2 წლის პერსპექტივაში „ზარაფხანას“ შოურუმი გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ 2020-ში კომპანიაში აცხადებდნენ, რომ შოურუმების გახსნას ლონდონსა და უკრაინაში გეგმავდნენ.

„პანდემიამ გვაჩვენა, რომ მსოფლიო ბაზრები და ინტერესები მუდმივად იცვლება. 2020 წელს ვთქვით, რომ შოურუმების გახსნა ლონდონსა და უკრაინაში გვინდოდა. უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, ბუნებრივია, ეს გეგმა ვერ განხორციელდა. რაც შეეხება ლონდონს, გადავწყვიტეთ, ის დუბაით ჩავანაცვლოთ. წელს ვნახავთ, როგორი იქნება ჩვენი კომპანიის პოსტპანდემიური რეაბილიტაცია. იმ შემთხვევაში თუ საინვესტიციო თანხა მოვაგროვეთ, პირველ შოურუმს საზღვარგარეთ, დუბაიში გავხსნით. ეს მომდევნო 1-2 წლის პერსპექტივაა“, – განაცხადა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

ცნობისთვის, „ზარაფხანა“ ბუნებრივი და ძვირფასი ქვების გამოყენებით ოქროს, ვერცხლისა თუ თითბერის 11 000-ზე მეტი სახეობის ნაკეთობას ქმნის. კომპანია საქართველოში 1939 წელს შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!