დღის სიახლეებიეკონომიკავაჭრობის სფეროკვებამარკეტინგი და გაყიდვებიმომსახურების სფერო

ზეთის იმპორტი 3-ჯერ შემცირდა

0
გაზიარება

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ გასული წლის 4 თვეში საქართველომ 13 324 ტონა ზეთი შეიძინა და ამისთვის ქვეყნიდან 19 მლნ დოლარი გადაიხადა, წელს ამავე პერიოდში მზესუმზირის ზეთის იმპორტის მოცულობამ 3 794 ტონა, ხოლო ღირებულებამ 6.4 მლნ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მიმდინარე წლის მოცულობები არათუ 2021 წლის, არამედ 2020 წლის – პანდემიური წლის მაჩვენებლებსაც ჩამორჩება. აღსანიშნია ისიც, რომ თვეების მიხედვით თუ დავაკვირდებით, 4 თვეში ყველაზე მეტი რაოდენობის ზეთი აპრილში შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ტრადიციულად საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ბაზრად რუსეთი რჩება. სამეულში კი, ომის მიუხედავად იანვარ-თებერვალში განხორციელებული იმპორტით უკრაინაც მოხვდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ზეთის იმპორტის ღირებულებისა და მოცულობების მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი შემდეგნაირია:

1. რუსეთი – 3.9 მლნ დოლარი, 2 504 ტონა;
2. აზერბაიჯანი – 2 მლნ დოლარი, 1 040 ტონა;
3. უკრაინა – 416.1 ათასი დოლარი, 239 ტონა;
4. იტალია – 16 ათასი დოლარი, 5 ტონა;
5. სომხეთი – 6 ათასი დოლარი, 3 ტონა;

მცირე მოცულობებით მზესუმზირის და ალისარჩულის ზეთის იმპორტი ამ პერიოდში გერმანიიდან და საფრანგეთიდანაც განხორციელდა.

რაც შეეხება იმას, ვის შემოჰქონდა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში ზეთი, უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების TOP-10 ასეთია: შპს ალფა; შპს დაფნა; შპს ეფ იქს თი ჯორჯია; შპს თეისთი ფუდ; შპს მერკური 2015; შპს მზიური; შპს ორი ნაბიჯი; შპს ჯანო 1; შპს ჯეოსტარი; შპს ჰორიზონ. 
წყარო bm.ge

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული…

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე იხსნება

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს“,- ამის…

ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ბარაკ ობამას გადაუსწრო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი…

მსოფლიო ბრინჯის კრიზისის წინაშეა

The Economist-ის ინფორმაციით მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის,რადგან გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და…

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა. ბუიღლიშვილის თქმით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!