დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, მშპ-ის მოცულობა 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში, გადაანგარიშებამდე 79.7 მილიარდი ლარია, გადაანგარიშებული კი 80.2 მილიარდი ლარი.

სტატისტიკის თანახმადვე, გასული წლის წინასწარი მონაცემებით, მშპ ერთ სულზე, გადაანგარიშებამდე 8 112 მილიარდი ლარი, მის შემდეგ კი 8 170 მილიარდი ლარია.

„ეროვნული ანგარიშები, მათი შედგენის მეთოდების კომპლექსურობიდან გამომდინარე, რეგულარულ გადასინჯვას ექვემდებარება, რაც წინასწარ შედგენილი კალენდარული გეგმის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდულობით ხორციელდება. ეროვნული ანგარიშების ერთ-ერთი მთავარი მაკროეკონომიკური ინდიკატორია მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის წინასწარი მაჩვენებელიც საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-80 დღეს ქვეყნდება კვარტალური გამოკვლევების შედეგების შესაბამისად, ხოლო ზუსტდება საანგარიშო წლის დასრულებიდან 11 თვის შემდეგ, წლიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე.

გარდა აღნიშნული ყოველწლიური დაზუსტებისა, მაჩვენებლების შესადარისობის მიზნით ისტორიული მონაცემებიც ექვემდებარება ეტაპობრივად გადასინჯვას, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს: ანგარიშების შედგენის მეთოდოლოგიური ცვლილებები, წყაროდან მიღებული მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება, ცვლილებები კლასიფიკატორებში და სხვა. მშპ-ს და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ისტორიული მწკრივების გადასინჯვა და გადაანგარიშება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (IMF, Eurostat და ა.შ.), რეკომენდირებულია 5 წელიწადში ერთხელ, რომლის მიზანია ეროვნული ანგარიშების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საქართველოში მშპ-ს ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება უკანასკნელად 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა, ხოლო შემდგომი გადაანგარიშება იგეგმებოდა 2023 წელს. თუმცა, 2023 წლის შემოდგომაზე ევროსტატის, UNECE-ს და EFTA-ს მიერ განხორციელებული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს მიერ მსგავსი ტიპის აქტივობები, შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებულ პოლიტიკასთან (Harmonized European Revision Policy), რომლის მიხედვითაც გადასინჯვის პერიოდად ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიჩნეულია 2024 წელი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მონაცემთა გადაანგარიშების პერიოდად (განახლებული მონაცემების გამოქვეყნების თარიღად) შეირჩა 2024 წლის თებერვალი. გადაანგარიშება მოიცავს ისტორიულ მწკრივს 2010 წლიდან, ხოლო მასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს 2023 წლის იანვრიდან“,- აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!