დღის სიახლეებისიახლეები

2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 816 მილიონ ლარს შეადგენს

0
გაზიარება

2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 816 მილიონ ლარს შეადგენს – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა

მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დელეგირებული ფუნქციის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებზე გადასაცემ თანხას წარმოადგენს, რომელსაც 2024 წლიდან ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად, ჯანდაცვის სამინისტრო გადაურიცხავს შესაბამის მუნიციპალიტეტებს.

„ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტი, 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას ხმარდება:

გაფართოვდება ქრონიკული დაავადებების პროგრამა და პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტებით;

დაიწყება ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება, რაც ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა;

ასევე, მედიკამენტების მწარმოებლებთან მიღწეული შეთანხმებით მიღებული ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელი გახდება გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება;

გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სრულყოფილ კურსზე ხელმისაწვდომობას.

პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, გამოყოფილია 210 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა;

სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის მიზნით, გამოყოფილია 87,5 მილიონი ლარი. პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიზნით, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 100-მდე ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის შემოდგომაზე, გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება

„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,…

16 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6866 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0457 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.9577 ლარი აშშ დოლარი -…

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა, რომელსაც ბრიუსელი ევროპის საიმიგრაციო სისტემის „ნიშანდობლივ რეფორმად“ მიიჩნევს. „თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის პაქტი უფრო სამართლიან…

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. თბილისის…

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება – „სენტა ოილი“

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება- „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!