ჰელიო + პროფესიონალი სტომატოლოგების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკაა, რომელიც 19 წელია ზრუნავს პირის ღრუს სიჯანსაღეზე.
კლინიკა პაციენტებს სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკის გუნდი შედგება სტომატოლოგი თერაპევტით, ქირურგით, ორთოპედით, ორთოდონტით, ყბა-სახის ქირურგით, პარადონტოლოგითა და ბავშვთა თერაპევტით.
გარდა ამისა, კლინიკას აქვს თავისი სატექნიკო ლაბორატორია, სადაც მზადდება: მეტალის კერამიკული გვირგვინები, მოსახსნელი კონსტრუქციის პროთეზები, როგორც ჩვეულებრივი ასევე ელასტოური და ბიგელისებური პროთეზები, ცირკონო კერამიკული გვირგვინები და ვინირები.
კლინიკის სტომატოლოგებს ბავშვებისთვის განსაკუთრებული მიდგომა აქვს, რაც მათ შიშის დაძლევაში ეხმარება. სწორ კომუნიკაციას ამყარებენ მშობლებთან, უხსნიან როგორ დააძლევინონ ბავშვებს შიში და საბოლოოდ კლინიკა ჰელიო + მათთვის დადებით ემოციებთან და ლამაზ კბილებთან ასოცირდება.
კლინიკა აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და აპარატურით, რაც თანამედროვე სტომატოლოგიას უკავშირდება და დაცულია სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესები კანონის შესაბამისად.
ჰელიო + ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის წევრია. კლინიკის უფროსი ქრისტინა ხურცილავა Geobusinessnews-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ გაწევრიანების შემდგომ როგორც ხელმძღვანელი უფრო ინფორმირებული გახდა, სასტერელიზაციო ზონა უფრო მოწესრიგდა და უამრავი გასვლითი პროგრამაც ჩატარდა.
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდის პირველი და მთავარი მიზანია, რომ სტომატოლოგიური კლინიკები არსებულ კანონმდებლობას, რეგულაციებს მოერგოს და თითოეული მოქალაქისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისის მიღება ხელმისაწვდომი გახდეს. სტომატოლოგებსა და კლინიკებს, რომელთაც არ გააჩნიათ წვდომა საქართველოში კანონმდებლობით მოთხოვნილი სტანდარტების და არსებული რეგულაციების შესახებ, ჯანდაცვის ლიგა აწვდის ინფორმაციას და ეხმარება მათ კლინიკების მოწესრიგებაში, რათა მოხდეს პაციენტების მიღება მოწესრიგებულ, უსაფრთხო გარემოში.
ჰელიო + წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის წევრიც გახდა და ასოციაციის დახმარებით კლინიკის განვითარება იგეგმება.