კოპენჰაგენის აეროპორტის მგზავრებისთვის უსაფრთხოების შემოწმებისას ჩანთებიდან ელექტრონული მოწყობილობებისა და სითხეების ამოლაგების ვალდებულება გაუქმდება. მათ, ასევე, აღარ მოუწევთ ქამრების, საათების მოხსნა და ფეხსაცმლის გახდა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
აეროპორტის შეფასებით, ახალი 3D სკანერებით უსაფრთხოების საგუშაგოებზე შემოწმების სიჩქარე საათში 200-დან 300-350 მგზავრამდე გაიზრდება. ამასთან, მგზავრები უსაფრთხოების გავლისას ორჯერ ნაკლებ პლასტმასის ლანგარს გამოიყენებენ.
ახალი სისტემის საპილოტე პროექტი 2024 წელს ამოქმედდება, ხოლო 2026 წლიდან აეროპორტის მთელ ტერიტორიაზე იმუშავებს.
„ევროპულსი“ გასული წლის თებერვალში წერდა, რომ კოპენჰაგენის აეროპორტი 2050 წლისთვის ნახშირბადის საწვავს მთლიანად ამოიღებს, რომ კარბონეიტრალური გახდეს. ის იქნება ერთ-ერთი ევროპის 250 აეროპორტიდან, მათ შორის პარიზის შარლ დე გოლის, ამსტერდამის შიფჰოლის, ბერლინის ბრანდენბურგის, ჰელსინკისა და პრაღის აეროპორტებიდან, რომლებმაც ეს მიზანი დაისახეს.