დღის სიახლეებისიახლეები

ემიგრაციისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები – InterNations

0
გაზიარება

მსოფლიოს უდიდესმა საიმიგრაციო საზოგადოებამ InterNations-მა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. Expat City Ranking 2022-ის ანგარიში იმ 52 ქალაქს აერთიანებს, სადაც ემიგრანტები გასულ წელს ყველაზე კმაყოფილნი იყვნენ ცხოვრებისა და მუშაობის პირობებით. ანგარიშისთვის 181 ქვეყანაში მცხოვრები 11,970 უცხოელი გამოიკითხა ოთხ კატეგორიაში: საცხოვრებლის, ენის, ციფრული ცხოვრებისა და ადმინისტრაციული საკითხების მიხედვით.

  1. ბაჰრეინია

გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ ემიგრანტებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ქვეყანა ბაჰრეინია. ბაჰრეინის მოსახლეობაში ემიგრანტები ძალიან დიდ წილს შეადგენენ გამომდინარე იქიდან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ინტეგრირება ძალიან მარტივია და გამოკითხული ემიგრანტების შეფასებით, ისინი ამ ქვეყანაში თავს უცხოდ არ გრძნობენ. გარდა ამისა, იქ ჩასულებს არ აფერხებთ ადმინისტრაციული და ასევე ენობრივი ბარიერები. ემიგრანტების თქმით, იმისთვის, რომ ბაჰრეინში სრულფასოვნად იცხოვრონ, ადგილობრივი ენის შესწავლა საჭირო საერთოდ არაა. ამ ყველაფერთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნებისმიერ სახელმწიფო სერვისზე წვდომა და მათით სარგებლობა ძალიან მარტივია.

  1. არაბეთის გაერთიანებული საემიროები

მეორე ქვეყანა, რომელსაც ემიგრანტები საუკეთესო საცხოვრებლად ასახელებენ, არაბეთის გაერთიანებული საემიროებია, რომელმაც ბოლო წლებში, საცხოვრებელი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის, კვალიფიციური სამუშაო ძალისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდვის მიზნით, არაერთი ეკონომიკური, სოციალური თუ სამართლებრივი რეფორმა განახორციელა. ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკა, ენობრივი ბარიერის არარსებობა და ასევე იქ ბინადრობის ვიზის მიღების სიმარტივე კი, საემიროებს დამატებით უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე სულ უფრო მეტი ადამიანი საემიროებში საცხოვრებლად გადასვლის სურვილს გამოთქვამს.

  1. სინგაპური

რეიტინგში მესამე პოზიციაზე ხვდება სინგაპური. იქ ოფიციალური ენა ინგლისურია და შესაბამისად, ემიგრანტებისთვის კომუნიკაცია ძალიან მარტივია. გარდა ამისა, ემიგრანტები ფიქრობენ, რომ სინგაპური მათ ძალიან სწრაფ და ორგანიზებულ ონლაინ სერვისებს სთავაზობს და არანაირი ბიუროკრატიული ბარიერი არ ხვდებათ. ერთადერთი ფაქტორი, რითაც ემიგრანტები უკმაყოფილოები არიან, სინგაპურის საბინაო პოლიტიკაა. მათი თქმით, იქ ბინის შოვნა, არც თუ ისე მარტივია.

  1. ესტონეთი

ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც რეიტინგის ათეულში ხვდება და მეოთხე ადგილს იკავებს – ესტონეთია. ემიგრანტები ესტონეთს საუკეთესო ევროპულ ქვეყნად აფასებენ და ამბობენ, რომ იქ ადმინისტრაციული პროცედურები ძალიან მარტივია, ბიუროკრატიული სირთულეები კი, ფაქტობრივად არ არსებობს. ესტონეთში მცხოვრები უცხოელები ასევე ხაზს უსვამენ იქაური ვიზის აღების, ფინანსური პროცედურების სიმარტივესა და ცხოვრების მაღალ ხარისხს. ერთადერთი სირთულე, რაც ესტონეთში ემიგრანტებს ხვდებათ, ენობრივი ბარიერია.

  1. ომანი, საუდის არაბეთი და კატარი

ემიგრანტებისთვის საუკეთესო საცხოვრებელ ქვეყნებს შორის ბაჰრეინისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების გარდა, სპარსეთის ყურის კიდევ სამი ქვეყანა მოხვდა. ომანი, საუდის არაბეთი და კატარი. ყურის ქვეყნები რეიტინგში უპირველესად ადგილობრივი ენის ცოდნის გარეშე იქ ცხოვრების სიმარტივის გამო ხვდებიან და ამასთან, ისინი საბინაო პოლიტიკითა და ბინის პოვნის სიმარტივითაც გამოირჩევიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანში მცხოვრები მიგრანტები, უარყოფითად აფასებენ იქ ონლაინ სერვისებზე წვდომას, რადგან ის მკაცრად შეზღუდულია. ემიგრანტებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ქვეყნების რეიტინგის ათეულში ასევე ხვდებიან ინდონეზია, კენია და კანადა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!