პროფესიული მოგზაურობის ორგანიზაცია, European Best Destinations კვლევის თანახმად, თბილისი ახალი წლის გასატარებელ 10 საუკეთესო ქალაქს შორის მოხვდა და ის მე-5 ადგილს იკავებს.
„თბილისი, შეიძლება ითქვას, რომ ახალი წლის შესახვედრად თავისი ფასებით, ყველაზე ორიგინალური არჩევანია. თბილისი, ლონდონსა და პარიზზე ხუთჯერ უფრო იაფია. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იმავე ფასად შეგიძლია დარჩენა, რამდენიც ბერლინში სამვარსკვლავიანი სასტუმრო ღირს. აღსანიშნავია, უსაფრთხოებაც. თბილისი, კრიმინალის ძალიან დაბალი დონით გამოირჩევა. ასევე, ბრიტანელი და ამერიკელი ტურისტებისთვის იქ მოხვედრა მარტივია (ვიზის აღება საჭირო არ არის). ეს ადგილი ასევე არაჩვეულებრივია საკვებისა და ღვინის მოყვარულებისთვის. ხოლო, თბილი საშობაო და საახალწლო დეკორაციები იანვრის შუა რიცხვებამდეა მორთული. გარდა ამისა, ბევრი კონცერტი იმართება. თბილისის საახალწლო სოფელი და მორთულობა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში“, – აღნიშნულია სტატიაში.
რაც შეეხება პირველ ადგილს, სტატიაში მას პორტუგალიის კუნძული, მადეირა იკავებს და აღნიშნულია, რომ ეს არის საუკეთესო ადგილი, საახალწლო ფოიერვერკის სანახავად, რომელიც ფუნჩალის ყურეში (ყველაზე დიდი და მდიდრული ევროპაში) იმართება.
რეიტინგის ათულში მოხვდნენ ისეთი ქალაქები, როგორიცაა მარბელა (ესპანეთი), ლონდონი (ინგლისი), ლისაბონი (პორტუგალია), პრაღა (ჩეხეთი), იბიცა (ესპანეთი), სან მიგელი (აზორენი), ედინბურგი (შოტლანდია) და პორტო (პორტუგალია).
კვლევის ფარგლებში, ჯამში 112 ქვეყნის, 11 963 მოგზაური გამოკითხა.