წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, გლემპინგ კოტეჯი – ნანოლენდი
ნანოლენდი -ეს არის მყუდრო, რომანტიკული და კომფორტული გარემო ულამაზეს დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს, საოცარი ხედებით და დამსვენებლისთვის შექმნილი ყველა პირობით.
ნანოლენდის“ დამფუძნებელი დუშეთში დაბადებული და გაზრდილი ნანიკო კელიხაშვილია, რომლის უდიდესი სურვილია, რომ დუშეთის სილამაზე ბევრმა ადამიანმა ნახოს და დატკბეს მისი ხედებით.
“ჩემი ინსპირაციის წყარო იყო, აჭარაში და რაჭაჩი ნანახი გლემპინგ კოტეჯები, დავინახე თუ არა იმ წამსვე გავიფიქრე – დუშეთს როგორ მოუხდებოდა-თქო. მოგეხსენებათ ჩვენი მხარე ლამაზი ხედებითა და სუფთა ჰაერით გამოირჩევა, ძალიან მომინდა ეს სილამაზე უფრო მეტ ტურისტს ან ადგილობრივს ენახა და უკეთ გაეცნო დუშეთი. ასე გაჩნდა გლემპინგი ჩემს წარმოსახვაში, რამდენიმე ხანში კი ოჯახის დახმარებით ოცნება ავიხდინე და დუშეთში პირველი გლემპინგ კოტეჯი დავდგი, რომელსაც ნანოლენდი დავარქვი.
NanoLand ჩემთვის ყველაფერია, მასში დიდი შრომა ჩავდე და საკუთარი შვილივით მიყვარს. ეს არის კომფორტული დასვენება კარავში, სადაც დაგხვდებათ ყავა, ჩაი, ტკბილეული და ჩემივე ხელით დამზადებული უგემრიელესი მურაბა და ჯემები. კოტეჯს აქვს კარვისებური გადახურვის სისტემა, მინის სამზარეულო ტოსტერით და მაცივრით. ეზოში გვაქვს საქანელა, მაყალი…
გლემპინგის სერვისით ძირითადად წყვილები სარგებლობდნენ, თუმცა საჭირო გახდა მეგობრული თავშეყრებისთვის ისეთი კოტეჯის შეთავაზება, რომელშიც რამდენიმე ადამიანის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად დავამატეთ ახალ კოტეჯი, რომელშიც 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. გლემფინგსა და კოტეჯს იზოლირებული ეზოები აქვთ, რაც მათ სიმყუდროვეს განაპირობებს
მიმდინარე წელს, კიდევ ერთი ახალი კოტეჯების დამატება იგეგმება, რომელიც განსხვავებული დიზაინის იქნება. ასე, რომ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ ბუნებისა და სიმშვიდის მოყვარულებს” – ნანიკო კელიხაშვილი