“ყოველთვის მქონდა ნოსტალგია იმ წლებისა, როცა ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ჩემი პროფესიით ვმუშაობდი ძველ, საბჭოთა სტილის აფთიაქის ექსტემპორალურ განყოფილებაში. იქ მიღებული გამოცდილებით წლებია ვამზადებდი სახის მოვლის საშუალებებს. როცა დაინგრა ძველი სისტემა, მეც ახალი ტიპის ფარმაცევტულ კომპანიაში ვიმუშავე 20 წელი. წლებმა გამოცდილება დამიგროვა ამ მიმართულებით და გამიჩნდა სურვილი ჩემი საკუთარი მცირე ბიზნესის წარმოებისა. სამსახურიდან წამოვედი და დავიწყე ახალი შემართებით საინტერესო საქმე. დავინტერესდი ნატურალური საპნის მომზადებითაც. ვეძებდი, ვკითხულობდი, ვსწავლობდი… მერე გაბედულება, თავდაჯერებულობა მოვიდა. პირველი საპონი 4 წლის წინ მოვამზადე. მას შემდეგ მოვდივარ ამ საქმის სიყვარულით. ზაფხულობით დავდივარ, ვეძებ, ვაგროვებ საჭირო სამკურნალო მცენარეებს. მოვძებნე ძველი რეცეპტების გაცრეცილი რვეული, სადაც ორგანულ რეცეპტებს “ეძინათ”. მოვძებნე და ოი… ისევ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე..” – წერს კომპანიის დამფუძნებელი თავხელიძე ნანა
მის საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულება აქვს:
1. ორგანული, ხელნაკეთი საპნების დამზადება ნულიდან.
2. ორგანული კოსმეტიკის დამზადება.
ნატურალური საპნების მიმართულებით აქვს ყოველდღიური მოხმარების სახის, ტანის, თმის(შამპუნი-საპნები) დასაბანი მყარი და თხევადი საპნები. ამზადებს სამკურნალო დანიშნულებით შემდეგ საპნებს: კუპრის, გოგირდის, ნახშირის საპნებს. ცოტა ძნელია, მაგრამ ცდილობს, ნედლეული გამოიყენოს ადგილობრივი წარმოების. მოძებნა და აქტიურად იყენებს:
1. ქართული წარმოების აბრეშუმის კოკონს (შამპუნი-საპნებში, ბავშვის და სახის დასაბან საპნებში).
2. „ნუკრიანის ლავანდა“-ს პროდუქტებს: ლავანდის ეთერზეთს, ლავანდის, შალფეის და უსუპის ჰიდროლატებს. ისინი ჩემი კოსმეტიკის აუცილებელი კომპონენტებია.
3. „ქართული ზეთისხილი“-ს ზეთს- თითქმის ყველა საპნის შემადგენლობაშია.
4. „მწვანე ბუმბო“-ს წარმოების დაფნისა და ევკალიპტის ეთერზეთებსა და ჰიდროლატებს(სამკურნალო საპნებში და კოსმეტიკაში აქტიური კომპონენტებია).
5. „შატო ზეგაანი“-ს რქაწითელის ყურძნის წიპწის ზეთი, სკრაბი, ფქვილი, სანთელი, ფუზი- ეს ნედლეული აუცილებელია ჩემი კოსმეტიკური კრემების, სკრაბების, სახის ნიღბების.. დაამზადებლად. მადლობა ამისათვის კომპანია „შატო ზეგაანი“-ს.
6. ვირის ფერმების „სახე-დარი“-სა და „ვირლანდია“-ს რძეზე დამზადებულ საპნებსა და კოსმეტიკას დიდი მოწონება და დაინტერესება აქვს. ეს მიმართულება „კარგად დავიწყებული ძველია“. კლეოპატრას სილამაზე საიდუმლო აღარაა! ის ვირის რძეს ყოველდღიურად მოიხმარდა სხეულისა და სახის სილამაზისა და ახალგაზრდობისათვის. ანტისაკობრივი კომპონენტებით მდიდარი ვირის რძისაგან ვამზადებ საპნებს(ალოე და ვირის რძე, შოკოლადი და ვირის რძე, ნახშირი და ვირის რძე, ლავანდა ვირის რძით, შამპუნი საპნები ვირის რძით, კალენდულას საპონი ვირის რძით..) კოსმეტიკურ კრემებში ჯერ-ჯერობით მაქვს ვირის რძით დამზადებული 5 პროდუქტი: დღის ანტიასაკობრივი კრემი, მკვებავი კრემი, ხელის კრემი, ტანის კრემი და კრემი გაუხეშებული ქუსლებისათვის.
მისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება უბიძგებს, საშუალებას აძლევს ახალი პროდუქტების შექმნაზე იფიქროს. აქტიურად ამზადებს და ცდი სატესტო ვერსიებს. ჰყავს ერთგული მომხმარებლებიც, რომლებიც სიახლის და კარგის მოლოდინში არიან. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის და სჯერა, რომ თავისი ბრენდი, პროდუქტები ქალბატონებს სილამაზეს და სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს.