1958 წლის ინგლისელი კულინარიული წიგნების მწერლის ჰანა გლასის რეცეპტების წიგნში მოიძებნება „ჰამბურგის სოსისის“ – ტოსტზე დადებული შემწვარი სოსისის რეცეპტი. მსგავსი კერძი პოპულარული იყო ჰამბურგში „თბილი პურის“ სახელწოდებით XIX საუკუნეში[2] და ზოგი წყაროს თანახმად ამერიკაში მიმავალი გერმანელი ემიგრანტები მას გზაში მიირთმევდნენ. ჰამბურგერის წარმოშობის ზუსტი ისტორია ბოლომდე უცნონად რჩება, თუმცა ეს ფაქტები მისი გამოგონების და სახელის შესაძლებელ ახსნად ითვლება. შემდეგ ჩნდება „ჰამბურგერული სენდვიჩის“ ხსენებები ამერიკის სხვადასხვა ქალაქში, მის გამოგონებას იბრალებს სხვადასხვა ამერიკელი მზარეული და რესტორანი. წერილობითი წყაროების ნაკლებობის გამო თანამედროვე ჰამბურგერის გამომგონებლის დადგება შეუძლებელია.
ქვეყნების მიხედვით- ფრანგეთში ჰამბურგერს ფრანგული სამზარეულოს წესით ამზადებენ ადგილობრივი პროდუქტებით და სოუზებით, ხშირად კარტოფილ ფრისთან ერთად. 2012 წლის კვლევის თანახმად წლიურად ერთი ფრანგი საშუალოდ 14 ჰამბურგერს ჭამს. ამ მაჩვენებლით საფრანგეთი მეორეა ევროპაში ბრიტანეთის შემდეგ და მეოთხეა მსოფლიოში[3]. ბრიტანეთში კერძი ამერიკულისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა ბრიტანული რესტორანთა ქსელები ამერიკულებს დიდ კონკურენციას უწევენ.
მექსიკაში ჰამბურგერს ლორით[4], ამერიკული ყველით, ჰალაპენიოთი, ავოკადოთი, ხახვით და პომიდვრით ამზადებენ. ხანდახან ემატება ბეკონი, შიგნით ან ცალკე. პოპულარულია ასევე ჰამბურგერი ანანასის ნაჭრით. ცნობილი როგორც „ჰავაის ბურგერი“.
აზიის ქვეყნებში პოპულარულია ბრინჯის ბურგერი, ჩინეთში კი არსებობს ჰამბურგერის მსგავსი ჩინური ქუჩის საკვები რუჯამო, რომელსაც ჩინურ ჰამბურგერსაც უწოდებენ. იაპონიაში ჰამბურგერი ხანდახან უპუროდაც გაიცემა.