საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიზოგადი განათლებასიახლეებიფინანსები

რატომ იაფდება კრიპტოვალუტები?

0
გაზიარება

კომპანია Ambry-ში, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართულებით მუშაობს, ამბობენ, რომ ვირტუალური ფულის გაუფასურებას ეკონომიკური ფაქტორები, მაღალი ინფლაცია და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი განაპირობებს.

“თავის დროზე კრიპტოვალუტების ფასების ზრდა განაპირობა ისეთი კომპანიების მხარდაჭერამ, როგორებიცაა Mastercard, Visa, რომლებმაც ერთგვარი მხარდაჭერა გამოუცხადეს კრიპტოსამყაროს – დაიწყო კრიპტოვალუტებში გადახდების მიღება და ა.შ. ამ ყველაფერმა შექმნა ის ეკოსისტემა, რომელმაც იმუშავა ბიტკოინის სასარგებლოდ”,- ამბობს Ambry-ს დამფუძნებელი ლუკა ლომსაძე.

მისი თქმით, 2021 წელს კრიპტოვალუტების ფასმა პიკს მიაღწია, რასაც შემდეგ მოჰყვა მორიგი ლოქდაუნები კორონავირუსის ომიკრონის შტამის გამო, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი.

“კრიპტოვალუტების ფასის შემცირების მთავარ მიზეზად შეიძლება სწორედ ამ კონფლიქტის გამო გამოწვეული კრიზისი დავასახელოთ: შექმნილი არასტაბილური გარემო, მათ შორის ფინანსურ სექტორში”- აცხადებს ლუკა ლომსაძე.

კრიპტობირჟა GEX-ის დამფუძნებელი სოსო ბოლქვაძე კრიპტოვალუტების ფასების შემცირებას აშშ-ის ფედერალური სისტემის გადაწყვეტილებებს უკავშირებს, რომელმაც პანდემიურ გარემოში ბაზარზე ფულის მიწოდება გაზარდა, ბოლო თვეებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციის გამო კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გზას ადგას.

“2020 წლიდან პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დასაძლევად ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გაზარდა ფულის მიწოდება ბაზრისთვის, რამაც გამოიწვია როგორც მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის რეკორდულად ზრდა, ასევე ისეთი ინდექსების ზრდა, როგორებიცაა S&P 500 და Nasdaq – მათ ყველა დროის საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს.

ეს ყველაფერი შეიცვალა 2022 წლისთვის, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ჩათვალა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი დაძლეულია და ფულის მიწოდების შემცირების გზით უნდათ ინფლაციის დონის დაწევაც.

ფულადი სახსრების დეფიციტი კი პირველ რიგში იწვევს მაღალრისკიანი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებისა და კრიპტოვალუტის ფასების შემცირებას. ეს გრძელვადიანი ტრენდი ახლაც გრძელდება”,- აცხადებს სოსო ბოლქვაძე. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მკვეთრად არის შემცირებული ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულება, როგორებიცაა Tesla, Google და ა.შ. შესაბამისად, ამას გადადინების ეფექტი აქვს კრიპტოვალუტებზეც.

რაც შეეხება მომავალს, პროგნოზების გაკეთება კრიპტოვალუტების სპეციალისტებს უჭირთ, თუმცა ლუკა ლომსაძე ამბობს, რომ 2024 წლიდან დაგეგმილია ბიტკოინის მაინინგის შეზღუდვა. მისი განცხადებით, შესაძლებელი იმის ნახევარის გამომუშავება, რაც ახლა იწარმოება, შედეგად მისი ფასი უნდა გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!