კომპანია Ambry-ში, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართულებით მუშაობს, ამბობენ, რომ ვირტუალური ფულის გაუფასურებას ეკონომიკური ფაქტორები, მაღალი ინფლაცია და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი განაპირობებს.
“თავის დროზე კრიპტოვალუტების ფასების ზრდა განაპირობა ისეთი კომპანიების მხარდაჭერამ, როგორებიცაა Mastercard, Visa, რომლებმაც ერთგვარი მხარდაჭერა გამოუცხადეს კრიპტოსამყაროს – დაიწყო კრიპტოვალუტებში გადახდების მიღება და ა.შ. ამ ყველაფერმა შექმნა ის ეკოსისტემა, რომელმაც იმუშავა ბიტკოინის სასარგებლოდ”,- ამბობს Ambry-ს დამფუძნებელი ლუკა ლომსაძე.
მისი თქმით, 2021 წელს კრიპტოვალუტების ფასმა პიკს მიაღწია, რასაც შემდეგ მოჰყვა მორიგი ლოქდაუნები კორონავირუსის ომიკრონის შტამის გამო, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი.
“კრიპტოვალუტების ფასის შემცირების მთავარ მიზეზად შეიძლება სწორედ ამ კონფლიქტის გამო გამოწვეული კრიზისი დავასახელოთ: შექმნილი არასტაბილური გარემო, მათ შორის ფინანსურ სექტორში”- აცხადებს ლუკა ლომსაძე.
კრიპტობირჟა GEX-ის დამფუძნებელი სოსო ბოლქვაძე კრიპტოვალუტების ფასების შემცირებას აშშ-ის ფედერალური სისტემის გადაწყვეტილებებს უკავშირებს, რომელმაც პანდემიურ გარემოში ბაზარზე ფულის მიწოდება გაზარდა, ბოლო თვეებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციის გამო კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გზას ადგას.
“2020 წლიდან პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დასაძლევად ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გაზარდა ფულის მიწოდება ბაზრისთვის, რამაც გამოიწვია როგორც მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის რეკორდულად ზრდა, ასევე ისეთი ინდექსების ზრდა, როგორებიცაა S&P 500 და Nasdaq – მათ ყველა დროის საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს.
ეს ყველაფერი შეიცვალა 2022 წლისთვის, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ჩათვალა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი დაძლეულია და ფულის მიწოდების შემცირების გზით უნდათ ინფლაციის დონის დაწევაც.
ფულადი სახსრების დეფიციტი კი პირველ რიგში იწვევს მაღალრისკიანი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებისა და კრიპტოვალუტის ფასების შემცირებას. ეს გრძელვადიანი ტრენდი ახლაც გრძელდება”,- აცხადებს სოსო ბოლქვაძე. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მკვეთრად არის შემცირებული ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულება, როგორებიცაა Tesla, Google და ა.შ. შესაბამისად, ამას გადადინების ეფექტი აქვს კრიპტოვალუტებზეც.
რაც შეეხება მომავალს, პროგნოზების გაკეთება კრიპტოვალუტების სპეციალისტებს უჭირთ, თუმცა ლუკა ლომსაძე ამბობს, რომ 2024 წლიდან დაგეგმილია ბიტკოინის მაინინგის შეზღუდვა. მისი განცხადებით, შესაძლებელი იმის ნახევარის გამომუშავება, რაც ახლა იწარმოება, შედეგად მისი ფასი უნდა გაიზარდოს.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- რატომ იაფდება კრიპტოვალუტები?
რატომ იაფდება კრიპტოვალუტები?
მსგავსი სიახლეები
რეგიონებზე სუპერმარკეტების შემოსავალების 38.3% მოდის
2023 წლის პირველ 9 თვეში, თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა. ორგანიზებული FMCG ბაზრის შემოსავალთა უდიდესი ნაწილი, 61.3 პროცენტი, კვლავ…
2022-2023 აკადემიურ წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე 10 934 მოსწავლე ოფიციალურად ირიცხება საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში
საქართველოს ღია საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავებული კვლევის მიხედვით, თუ 2016-2017 აკადემიურ წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე 5044 მოსწავლე ირიცხებოდა ოფიციალურად საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში, 2022-2033 აკადემიური…
სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას აკრძალავს
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ…
იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ 1,025 მლნ დოლარად 2,635 ტონა თურქული ვაშლი შეიძინა
იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ 1,025 მლნ დოლარად 2,635 ტონა თურქული ვაშლი შეიძინა თურქეთში ვაშლზე მოთხოვნამ იმატა. Ani Tarim-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის მეჰმედ ჩაკმაკის თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნაა…
საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა
2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა - ინფორმაცია აღნიშნულია თიბისი კაპიტალის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებულ…