ყველა დამსვენებლის გემოვნების გათვალისწინებით, ოჯახის ისტორიული სახლის ფუძეზე 2018 წლიდან ქართული ელემენტებით გაჯერებული სასტუმრო Chalet Mestia ფუნქციონირებს. სასტუმროს გახსნისთანავე მოუწია კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისთან შებრძოლება, რასაც თავი წარმატებით გაართვა. ყველანაირი რეგულაციის დაცვითა და ტურიზმის ეტაპობრივად აღდგენასთან ერთად “შალე მესტია” სტუმრებს ისევ მასპინძლობს.
არქიტექტურაში უამრავი სტილია, და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გამორჩეულია თავისი უჩვეულობით – არის შალე. სწორედ აქედან მომდინარეობს მესტიის გამორჩეული სასტუმროს სახელი, რომელიც შვეიცარიულ სტილთან ერთად ქართულ ელემენტებითან შერწყმული ინტერიერით არის წარმოდგენილი.
ხეში გაკეთებული კომფორტული ოთახები მთასთან ასოცირებულ ყველა წარმოდგენას რეალობად აქცევს.
სასტუმროს საერთო სივრცის ბუხართან კი ოჯახური ჰარმონია სუფევს, სადაც დამსვენებლები სამაგიდო თამაშებით ირთობენ თავს. სასტუმროში ფუნქციონირებს ბარი და რესტორანი, რომელიც სტუმრებს თავს სახლში აგრძნობინებს.
რესტორანი სასტუმროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მორგებულია ადგილობრივებისა და უცხოელების გემოვნებას.
“რესტორანი დამსვენებლებს ძირითადად ქართულ კერძებს სთავაზობს და გვაქვს ფართო არჩევანი რეგიონალური, სვანური კერძების. ხშირად დამსვენებლები არიან უცხოელები და ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა არ მოსწონდეთ ადგილობრივი კერძები და სპეციალურად მათთვის ჩვენთან არის საერთაშორისო სამზარეულო. რესტორანი ძირითადად ქართულ ელემენტებზეა შექმნილი. მიგვაჩნია, რომ უცხო ქვეყნის შესაცნობად ადგილობრივი სამზარეულო მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზის გამო ვცდილობთ ჩვენი კერძებით განსაკუთრებულად გავაცნოთ საქართველო და სხვანეთი ყველას.” – აღნიშნა მარიამ ჭელიძემ, Geobusinessnews-თან საუბრის დროს.
რესტორანი ღიაა ყველა ადამიანისთვის, თუმცა სასტუმროს დამსვენებლებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს.
მიუხედავად ტურისტების მაღალი შეფასებებისა, “შალე მესტიის” გუნდი ყოველთვის ზრუნავს განვითარებაზე და სიახლეების დამატებაზე.
სრული კომფორტისა და მათი იდეეის კიდევ უკეთ განსახორციელებლად სამომავლოდ ვიზიტორებს ქართული ლუდის დაგემოვნება შეეძლებათ.
სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე