ბიზნესიდიზაინისასტუმროებიტურიზმი, დასვენება და გართობაუძრავი ქონების დიზაინი

Chalet Mestia – შვეიცარიული შალე ქართული ელემენტებით

0
გაზიარება

ყველა დამსვენებლის გემოვნების გათვალისწინებით, ოჯახის ისტორიული სახლის ფუძეზე 2018 წლიდან ქართული ელემენტებით გაჯერებული სასტუმრო Chalet Mestia ფუნქციონირებს. სასტუმროს გახსნისთანავე მოუწია კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისთან შებრძოლება, რასაც თავი წარმატებით გაართვა. ყველანაირი რეგულაციის დაცვითა და ტურიზმის ეტაპობრივად აღდგენასთან ერთად “შალე მესტია” სტუმრებს ისევ მასპინძლობს.

არქიტექტურაში უამრავი სტილია, და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გამორჩეულია თავისი უჩვეულობით – არის შალე. სწორედ აქედან მომდინარეობს მესტიის გამორჩეული სასტუმროს სახელი, რომელიც შვეიცარიულ სტილთან ერთად ქართულ ელემენტებითან შერწყმული ინტერიერით არის წარმოდგენილი.

ხეში გაკეთებული კომფორტული ოთახები მთასთან ასოცირებულ ყველა წარმოდგენას რეალობად აქცევს.

სასტუმროს საერთო სივრცის ბუხართან კი ოჯახური ჰარმონია სუფევს, სადაც დამსვენებლები სამაგიდო თამაშებით ირთობენ თავს. სასტუმროში ფუნქციონირებს ბარი და რესტორანი, რომელიც სტუმრებს თავს სახლში აგრძნობინებს.

რესტორანი სასტუმროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მორგებულია ადგილობრივებისა და უცხოელების გემოვნებას.

რესტორანი დამსვენებლებს ძირითადად ქართულ კერძებს სთავაზობს და გვაქვს ფართო არჩევანი რეგიონალური, სვანური კერძების. ხშირად დამსვენებლები არიან უცხოელები და ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა არ მოსწონდეთ ადგილობრივი კერძები და სპეციალურად მათთვის ჩვენთან არის საერთაშორისო სამზარეულო. რესტორანი ძირითადად ქართულ ელემენტებზეა შექმნილი. მიგვაჩნია, რომ უცხო ქვეყნის შესაცნობად ადგილობრივი სამზარეულო მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზის გამო ვცდილობთ ჩვენი კერძებით განსაკუთრებულად გავაცნოთ საქართველო და სხვანეთი ყველას.” – აღნიშნა მარიამ ჭელიძემ, Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

რესტორანი ღიაა ყველა ადამიანისთვის, თუმცა სასტუმროს დამსვენებლებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს.

მიუხედავად ტურისტების მაღალი შეფასებებისა, “შალე მესტიის” გუნდი ყოველთვის ზრუნავს განვითარებაზე და სიახლეების დამატებაზე.

სრული კომფორტისა და მათი იდეეის კიდევ უკეთ განსახორციელებლად სამომავლოდ ვიზიტორებს ქართული ლუდის დაგემოვნება შეეძლებათ.

 

სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე

მსგავსი სიახლეები

ინოვაციური შეთავაზება ტურისტებისთვის – Tourist card Georgia

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ (SGBA) წარმოადგინა ახალი პროექტი - Tourist card georgia (ტურისტული ფასდაკლების ბარათი, არა მარტო ფასდაკლება), რომელიც შექმნილია ტურისტებისთვის და უცხოელი მოქალაქეებისთვის.  პროექტი…

Four Seasons Tours

დაგეგმე დაუვიწყარი მოგზაურობა Four Seasons Tours-სთან ერთად საკონტაქტო ინფორმაცია:  +995 591 05 15 17  თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71  SGBA - Four Seasons Tours წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანია  …

Hotel Georgia Gold

სასტუმროში სტუმრობისას დაგხვდებათ: კომპორტზე მორგებული სხვადასხვა კატეგორიის ნომრები დახურული საცურაო აუზი ლაუნჯი მრავალფეროვანი კერძებით, დესერტებითა და სასმელებით გამაჯანსაღებელი სერვისები საკონტაქტო ინფორმაცია:  +995 511…

Vineyard Hotel & Winery -,,სახლურ” სტილში შექმნილი საუკეთესო განტვირთვის შესაძლებლობა

,,სახლური” სტილში გადაწყვეტილი, მშვიდი, ბუნებასთან ჰარმონიული გარემო და გამორჩეული სტუმარმასპინძლობა Vineyard Hotel & Winery განსაკუთრებულს და მიმზიდველს ხდის, ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. თელავის რაიონ სოფელ…

კისი გარდენ -კავკასიონის შესანიშნავი ხედები და კახური სტუმართმასპინძლობა თბილისიდან 75 კმ-ზე

თბილისიდან 75 კმ-ის მოშორებით სიმწვანისა და სიმშვიდის სრული ნაზავი „Kisi Garden • კისი გარდენ“, მდებარეობს, სადაც კახური სტუმართმასპინძლობა, სუფთა გარემო, აუზი, ღვინის დეგუსტაცია, საკონფერენციო სივრცე და დაუვიწყარი მოგონებები…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!