დღის სიახლეებისხვატექნოლოგიები

ახალი “ვოლვო” XC60 GOOGLE-ის ჩაშენებული სისტემებით საქართველოშია

0
გაზიარება

შვედური პრემიუმ ბრენდის უახლესი, 2022 წლის ქროსოვერი – XC60 Google-ის სპეციალური სისტემით უკვე ქართულ ბაზარზეა. ახალი ავტომობილი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია ხელმისაწვდომი.

ახალი „ვოლვოს“ მფლობელებს, Google-ის სპეციალური სისტემის დახმარებით, საშუალება ექნებათ, ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მიუხედავად იმ შეფერხებისა, რაც პანდემიამ ავტოინდუსტრიაში შექმნა, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით და შვედური ბრენდის უახლესი მოდელები ქართულ ბაზარზე შემოვიყვანეთ. ახალი მოდელი, XC60 ავტომფლობელებს Google-ის სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს, რაც მართვას კიდევ უფრო ამარტივებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარს  ვოლვოს უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომობილები შევთავაზოთ“.

სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის ახალი მოდელი სამი ტიპის კომპლექტაციით არის წარმოდგენილი: Inscription, R-Design და Momentum. კომპლექტაციებს შორის სხვაობა ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის დეტალებში გამოიხატება.

„ვოლვოს“ ახალი ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით და  მძღოლის დამხმარე სისტემებით. XC60 თანამედროვე, მაღალი ხარისხის აუდიომოწყობილობით, ექსპრესიული დიზაინითა და განსხვავებული ფერებით გამოირჩევა.

XC60 ვოლვოს საშუალო ზომი SUV-ია, რომელიც, მოცულობიდან და კომფორტულობიდან გამომდინარე, საუკეთესო საოჯახო ტიპის მოდელად მიიჩნევა და საქართველოში „ვოლვოს“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი მოდელების 360 გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.


„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!