ბიზნესიეკონომიკაკახეთიპარტნირებიქართული წარმოება

ალალი – წვენი, რომელიც აცოცხლებს

0
გაზიარება

ალალი“ არის ბრენდი, რომელიც თავისი საქმიანობით სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხმარება და ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნით, ახალი სიცოცხლით ავსებს სოფლებს. სოფლის “კეთილშობილ” მიწაზე მოყვანილ ჯანსაღ პროდუქტს აწვდის მომხმარებელს, რითიც უფრო აახლოვებს სოფელს და ქალაქს ერთმანეთთან.

შპს “აჩინებული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე. კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2018 წლის ივლისიდან და მისი საქმიანობაა საქართველოში არსებული ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავება მთელი წლის განმავლობაში.

კომპანია ,,აჩინებული“ ამჟამად 9 სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს: ვაშლის, ატმის, ყურძნის, მაყვლის, ციტრუსის, ბროწეულის, კომშის, ალუბლისა და პომიდვრის, რომელიც 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიანი მინის ბოთლებში და 3 ლიტრიან პაუჩებშია ჩამოსხმული.  ,,ალალი’’ სწორედ იმითაა უნიკალური, რომ  წვენები 100%-ით ქართული ხილისგან მზადდება ყოველგვარი ემულგატორების, კონსერვანტებისა და შაქრის დამატების გარეშე და არ შეიცავს გმო-ს. ჯანსაღი და გემრიელი წვენის დამზადებას კი რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ქართული მიწა, ჯანსაღი კლიმატი, გამოცდილი ფერმერი და საუკეთესო საწარმო პირობები.May be an image of drink and text

ხარისხის კონტროლის მიზნით ხილი სანამ გადამამუშავებელ ქარხანაში მოხვდება ამოწმებენ პესტიციდებზე და  ხორციელდება მისი მიკრობიოლოგიური ანალიზი.

„ცოცხალი ხილის გემოს და თვისებების შესანარჩუნებლად ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ, წვენის ცივად დაწურვის ტექნოლოგიას. სწორედ ამგვარად აქვს თქვენს ჭიქაში ჩამოსხმულ წვენს სოფლის ბაღში მოწყვეტილი ხილის გემო და მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილის სასარგებლო თვისებები.“ – განაცხადა კომპანია “აჩინებულის” დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძემ Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ხილის წვენის წარმოება, რისთვისაც საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით და ფლობს წვენის წარმოების უნიკალურ რეცეპტს, რითაც მომხამრებელს სთავაზობს ნატურალურ წვენებს ყოველგვარი დანამატების გარეშე. საწარმოში, წელიწადში 500,000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენის წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე ხდება ადგილობრივ ბაზარზე. პროდუქცია გადის საერთაშორისო ბაზარზეც და დიდი ყურადღება ეთმობა ექსპორტს. ამ დროისთვის „ალალის“ წვენები იყიდება ამერიკაში, კანადაში, უკრაინაში, ჩეხეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ყაზახეთსა და ერაყში.

კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ქართული ელემენტების შენარჩუნებას და ეს არა მხოლოდ წვენების წარმოებაში, სახელწოდებაშიც კი გამოიხატება.

May be an image of fruit, drink and body of water

„ალალი“ ქართული სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს მართალს, წრფელს, გულღიას. 

მოცემულ სიტყვას ხშირად ვიყენებთ კეთილი ადამიანის დასახასიათებლად, ასევე ფრაზა „ შენზე ალალი იყოს“ ხშირად გამოიყენება „შეგერგოს“, „მშვიდობაში მოგახმაროს“ მნიშვნელობით. სახელწოდება გამოხატავს წვენის ხარისხს, ნატურალურობას და ეხმიანება ბრენდის სტრატეგიას განსაკუთრებით მისიის და სტილის ნაწილში.

შეფუთვის დიზაინში გამოხატულია ბრენდის მთავარი სათქმელი: „ალალი“ ეს არის მაცოცხლებელი წვენი, რადგან იგი მომხმარებლამდე მიდის როგორც ცოცხალი ხილი და ცოცხალი ენერგია, რაც თავის მხრივ სიცოცხლის ხალისს უბრუნებს მომხმარებელს.

შეფუთვის დიზაინში ილუსტრაციისა და ფოტოს სინთეზით, დრამატიზებულია ქართული სოფლის “კეთილშობილ” მიწაზე მოყვანილი ჯანსაღი, ქართული პროდუქტი.“

 

გოჩა ღვინეფაძის თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში ექსპორტის გაძლიერებასთან ერთად ნარჩენების გადამუშავებაზეც აპირებენ მუშაობას. კომპანია მიზნად ისახავს, რომ ქარხანა ენერგოეფექტური გახდეს და ნარჩენები პროდუქტად აქციონ.

 

 

 

სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი   წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ…

7 სექტემბერს მხატვარ მიხეილ ფანჯიკიძის პერსონალურ გამოფენა გაიმართება

7 სექტემბერს მხატვარ მიხეილ ფანჯიკიძის პერსონალურ გამოფენა სახელწოდებით, "IMPRESSIONE" გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება 90-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!