უცხოური ბიზნეს სიახლეები

აშშ-ის საზღვრის გადასაკვეთად კოვიდ-ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა აღარ იქნება საჭირო

0
გაზიარება

აშშ-ი უცხოელ მოგზაურებს, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო გზით შევლენ, კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს აღარ მოსთხოვს. გადაწყვეტილება ძალაში კვირის ბოლოდან შევა.

როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული „უზარმაზარი პროგრესი“ გახდა. ცნობისთვის, მოგზაურებისთვის კოვიდტესტირების შესახებ რეგულაცია აშშ-მა 2021 წლის იანვარში დააწესა.

ავიაკომპანია Virgin Atlantic-ი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ტრანსატლანტიკურ მოგზაურობას წაახალისებს. კომპანიის კვლევის მიხედვით, კოვიდ-რეგულაციის გაუქმების შედეგად, მიმდინარე წელს, აშშ-ში დამატებით 5.4 მლნ ვიზიტორი ჩავა.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ინდუსტრიას სხვადასხვა კოვიდ-რეგულაციის გამო ზიანი ადგებოდა, ვინაიდან ბევრი მოგზაური თავს იკავებდა ამერიკაში გამგზავრებისგან.

მსგავსი სიახლეები

Amazon-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა

Amazon-მა Apple-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა. Brand Finance Global 500-ის რეიტინგის თანახმად, გასულ წელს ჯეფ ბეზოსის კომპანიამ თავისი ღირებულების 51 მილიარდი დოლარი დაკარგა და ახლა 299,3…

SAMSUNG-ის მოგება 70%-ით შემცირდა

გასული წლის III კვარტალში სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის მოგება რეკორდული 70%-ით შემცირდა და 3.37 მილიარდი დოლარი შეადგინა, კომპანიის საერთო შემოსავლები კი 9%-ითაა შემცირებული. აღნიშნული მაჩვენებელი 2014…

Sony და Honda ახალ ელექტრომობილს გამოუშვებენ

იაპონური გიგანტები – Sony და Honda მორიგ ერთობლივ პროექტს იწყებენ და ახალი ბრენდის, Afeela-ს ქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ. ელექტრომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, სენსორებზე, კამერებზე, აუდიო…

რამდენს გამოიმუშავებს მერაია კერი სიმღერით „All I Want for Christmas Is You“?

ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, მუსიკალური პროდიუსერისა და მსახიობის, მერაია კერის მიერ 1994 წელს ჩაწერილი სიმღერა „All I Want for Christmas Is You“ საშობაო-საახალწლო დღესასწაულების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტია.…

Twitter-ზე ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება

Twitter-ზე ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება. ამის შესახებ სოციალური ქსელის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა. „მოგვიანებით ამ კვარტალში დავამატებთ ფორმატირების მარტივ ფუნქციებს, როგორიცაა მუქი შრიფტი, ტექსტის ხაზგასმა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!