ბიზნესიპარტნირები

Bene exclusive-საუკეთესო სატრანსპორტო მომსახურება და სტუმარ-მასპინძლობა ერთ სივრცეში

0
გაზიარება

ბენე ექსკლუზივი ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანიაა. ბენე ექსკლუზივი უდავო ლიდერია სტუმარ-მასპინძლობისა და მგზავრთა გადაადგილების სფეროში. კომპანია 2017 წელს დაარსდა და საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი და პროფესიონალური დამოკიდებულების დამსახურებით მოახერხა, ბაზარზე მალევე დაემკვიდრებინა თავი. ბენე ექსკლუზივმა ოპერირება 2 ავტომობილით დაიწყო და გაიზარდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ადამიანური რესურსით და დღესდღეობით კომპანიის ავტოპარკი 100-ზე მეტ ავტომობილს, 200 – ზე მეტი თანამშრომელს და 100 – ზე მეტ პარტნიორ კომპანიას ითვლის. ავტოპარკის მრავალფეროვნება კომპანიას საშუალებას აძლევს ერთდროულად 2000 – ზე მეტი მგზავრის ტრანსპორტირება მოახდინოს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბენე ექსკლუზივის უპირატესობა და წარმატების საიდუმლო არის სწორი მენეჯმენტი, კადრების გონივრული მართვა და საქმიანობის ყველა რგოლის ეფექტური გადანაწილება.

ბენე ექსკლუზივი მომხმარებელს სთავაზობს უახლესი პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას, რაც არა მხოლოდ საიმედოობისა და ხარისხის ნიშანია, არამედ კომპანიის დამოკიდებულების მაჩვენებელია თითოეული კლიენტის მიმართ. ბენე ექსკლუზივის მიზანია უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა თითოეული კლიენტისთვის.May be an image of car and text

ბენე ექსკლუზივი ქართულ ბაზარზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით შეუცლელია, რადგან ჩვენმა მრავალფეროვანმა ავტოპარკმა, რომელიც დღითიდღე იზრდება, კვალიფიციურმა კადრებმა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებამ მოგვაპოვებინა მომხმარებლის ნდობა. სწორედ ამიტომ, ბენე ექსკლუზივი უკვე ბრენდია, რომელიც მომხმარებლისთვის უკონკურენტო, პრემიუმ კლასის ტრანსპორტირებასთან ასოცირდება. “- განაცხადა ნესტან მახარაშვილმა Geobusinessnews-სთან საუბრის დროს.

კომპანია ემსახურება როგორც ინდივიდუალურ კლიენტებს, ისე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, მათ შორის უმსხვილესი სასტუმროების ქსელებს. ასევე სამთავრობო დელეგაციებს, საელჩოებს, სამინისტროებს, უცხოურ ორგანიზაციებს, სპორტულ ფედერაციებს, ტურისტულ კომპანიებს და სხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

ბენე ექსკლუზივს უკვე აქვს ქვეკომპანიები: ბენე აკადემია, რომელიც მძღოლების გადამზადებას გულისხმობს, ბენე მოტორსი – დაუზიანებელი, პრემიუმ კლასის ავტომანქანების ჩამოყვანა გარანტიით, ქარ რენთი, სხვადასხვა კატეგორიის მანქანების გაქირავება. ასევე 24 საათიანი ქოლ-ცენტრი, ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ფილიალი აქვს ბათუმშიც.

ბენე ექსკლუზივი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს, მათი სერვისები მოიცავს:

    • მანქანებით მომსახურებას , როგორც პროფენიონალი მძღოლით, ასევე სხვადასხვა კატეგორიის მანქანების გაქირავებას (ეკონომი, პრემიუმი) მძღოლის გარეშე.
    • სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებების სატრანსპორტო მხარდაჭერას.
    • მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას.
    • ბიზნეს სექტორისთვის მხარდაჭერას, თანამშრომლების გადაყვანის თვალსაზრისით.
    • ტურისტული კომპანიების მხარდაჭერას.
    • აეროპორტის ტაქსის ექსკლუზიური ლიცენზიით სტუმრების დახვედრას და გადაადგილებას.
    • პარტნიორი სასტუმროების სატრანსპორტო მხარდაჭერას.
    • ინდივიდუალური პირების ტრანსპორტირების უზრუნველფოფას.

პანდემიის პეროდში, როდესაც ყველა სახის ბიზნესმა შეაჩერა ან ნაწილობრივ შეზღუდა მუშაობა, ბენე ექსკლუზივმა მალევე განიცადა ტრანსფორმაცია და მაშინ, როცა მსგავსი კომპანიები საერთოდ გაქრა ბაზრიდან ბენე ექსკლუზივი იმ უმსხვილესი კომპანიების თანამშრომლების ტრანსპორტირებას ახდენდა , რომელთა სამსახურში ყოფნაც იმ მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მათ შორის სამედიცინო სფეროს, საბანკო სექტორის, სამთავრობო სტურქტურების, სააფთიაქო ქსელისა და სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტების თანამშრომლები.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბენე ექსკლუზივი საკმაოდ ადაპტაციის უნარიანი აღმოჩნდა შეგუეობოდა და გადაელახა ის რთული ვითარება და მოცემულობა, რაც კოვიდპანდემიამ შექმნა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ მის წინააღმდეგ ბრძოლაში. “

იმ კომპანიათა სია, რომელთანაც ბენე ექსკლუზივი თანამშრომლობს და პარტნიორობს ძალიან ვრცელი და თვალისმომჭრელია: სამთავრობო სტრუქტურები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთან სამინისტრო, საელჩოები და ა.შ სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებულ პრაქტიკულად ყველა 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები მთელი ქვეყნის მასშტაბით, კაზინოები და სხვა. სადაზღვევო კომპანიები,  ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ქსელები, ბანკები. ჯამში 3 000 მეტი კომპანია და უცხოური ორგანიზაციები.

სტატიის ავტორი : ნანა ჩადუნელი

მსგავსი სიახლეები

Prime Fit – მომსახურების უნიკალური სერვისი და პროფესიონალი გუნდი თქვენს სამსახურში

2022 წელს, თბილისში მაღალი ხარისხის ფიტნეს სივრცის განვითარების მიზნით Prime Fit შეიქმნა,სადაც პრიორიტეტს კლიენტებისთვის ვარჯიშის უნიკალური გამოცდილების უზრუნველყოფა და განუმეორებელი კლუბური ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს.…

კანის ბუსტერი – ღრმა დატენიანება, ნაოჭების გასწორება და კანის ხარისხის გაუმჯობესება

ბუსტერი - ეს არის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელიც სათავეს ბიორევიტალიზაციისგან იღებს, თუმცა ბევრად კონცენტრირებულია შესაბამისად აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება და უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ასევე კოლაგენისა…

Art Life Studio – საუკეთესო ადგილი თქვენი შვილების განვითარებისათვის!

Art Life Stuio - ში თქვენი შვილები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას პროფესიონალი გუნდის მეშვეობით შეისწავლიან მისამართი : ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 9 (ფოსტის შენობა მესამე სართული) საკონტაქტო…

„ინვიტა” – ევროპული გამოცდილების გუნდი, ევროპული სტანდარტების აპარატურით

სტუდენტობის პერიოდის ახდენილი ოცნება, შეიძლება ასეც ეწოდოს სამედიცინო ცენტრ„ინვიტას“, რომლის დამფუძნებლის, ექიმ გინეკოლოგის ქეთევან შენგელაიას უდიდესი სურვილი და მიზნისკენ სწრაფვა არასოდეს განელებულა. უცხოეთში მიღებული…

გემოვნებიანი, ორიგინალური და ხარისხიანი ტყავის აქსესუარები „TN Handmade“ – სგან

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია TN HANDMADE ქალის აქსესუარების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომელიც დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის ორიგინალური დიზაინითა და ხარისხიანი ტყავით მზადდება. „TN Handmade“…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!