ბიზნესიპარტნირებიტანსაცმლის დიზაინი

BOLDI – სამკერვალო, ქარგვითი და ბეჭდვითი მომსახურება ერთ სივრცეში

0
გაზიარება

BOLDI – სამკერვალო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული და სანდო კომპანიაა, რომელიც  ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და ამ დროის მანძილზე  უკვე დაიმსახურა მომხმარებელთა ნდობა და პატივისცემა. კომპანია BOLDI-ს ძირითადი საქმიანობა სამკერვალო, ბეჭდვითი და ქარგვითი მომსახურებაა. ასევე,  ემსახურებიან დიზაინერებს საკუთარი ბრენდის პროდუქციის წარმოებაში.

კომპანია  სხვადასხვა სახეობის უნიფორმებს აწარმოებს, შეკვეთების მიხედვით.  ძირითადი  პროდუქცია არის  სასტუმროების, კაფე-ბარების, საწარმოების, სამედიცინო დაწესებულებების, უნივერსიტეტებისა და  სასკოლო უნიფორმები.

დღემდე BOLD-ს არაერთ ცნობილ და წარმატებულ პროექტზე უმუშავია, მათ შორის არის კულინარიული გადაცემა „მასტერშეფი’’, სადაც მონაწილეები „BOLDI“ მიერ შეკერილი უნიფორმებით ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს.May be an image of 1 person and indoor

მიუხედავად უამრავი წარმატებისა, კომპანიისთვის პრობლემა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, რაც გამოწვეულია ახალგაზრდების მხრიდან კერვისადმი ნაკლები ინტერესით. პრობლემის აღმოსაფხვრელად BOLDI-მ და World Vision საქართველომ წამოიწყო  ერთობლივი პროექტი, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით განხორციელდა.

 ‘’პროფესიული სასწავლებელი ფაქტობრივად არ არსებობს, ვინც შეასწავლის უშუალოდ კერვას ან ქარგვას. აქედან  გამომდინარე, საწარმოებს გვიწევს კადრების გადამზადება, რომ შეძლონ დასაქმება და მუშობა.

ჩვენ დავამატეთ ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მოიცავს კერვის, ქარგვისა და სხვა საჭირო საქმიანობების შესწავლას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კურსის სრულად გავლის შემდეგ გაიცემა  სერთიფიკატი, წარმატებულ კურსდამთავრებულებს ვეხმარებით დასაქმებაში‘’- განაცხადა BOLDI-ს ხელმძღვანელმა გვანცა დანელიამ.

კომპანიას რამდენიმე მიმართულება აქვს:

  • ტანსაცმლის წარმოება – BOLDI.ge;
  • პროფესიული სასწავლებელი – www.fb.com/BOLDI.ge
  • საკუთარი ბრენდის პროდუქციის წარმოება – www.NEWTORSO.com;

               

‘’ძირითადი აქცენტი გვაქვს ევროპის ბაზარზე და გვინდა  რომ საექსპორტო პროდუქცია შევქმნათ. აქტიურად ვმუშაობთ ხარისხის სტანდრატის დანერგვასა და აისო სტანდარტების სერტიფიკატის აღებაზე, რის შემდეგაც გვსურს უცხოური ბრენდების შემოყვანა საქართველოში, რომელთა პროდუქციის წარმოებასაც შევძლებთ ადგილზე და შემდეგ გავგზავნით. „

კომპანია BOLDI-ს აქვს ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მათ მიერ შექმნილი პროდუქცია და დაუკავშირდეთ შესაკვეთად. გარდა ამისა, კომპანიის სამომავლო გეგმებში უცხოურ გამოფენებში მონაწილეობის მიღება და პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანაა, რაც ხელს შეუწყობს მათ საერთაშორისო წარმატებას.

 

სტატიის ავტორი : ნანა ჩადუნელი 

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!